GE

2020-2021 სასწავლო წლის ეროვნული ოლიმპიადის მესამე ტურის პირველადი შედეგები და აპელაცია

2020-2021 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის პირველადი შედეგები გამოქვეყნდა და ცნობილი გახდა აპელაციის პროცედურის დეტალებიც.

2020-2021 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის გამარჯვებულია ის მონაწილე, რომელმაც დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60%-ისა და მოხვდა შესაბამისი კლასის/კლასების და საგნის რეიტინგული სიის პირველ 10 მონაწილეს შორის.

2020-2021 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა

იხილეთ შედეგები ბმულზე.

იმ შემთხვევაში, თუ შედეგი არ გაკმაყოფილებთ, შეავსეთ აპელაციის განაცხადის ფორმა.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მონაწილის საპრეტენზიო განაცხადი მიიღება 2021 წლის 21 აპრილის 10:00 საათიდან 2021 წლის 22 აპრილის 18:00 საათამდე.

საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ოლიმპიადის მონაწილის ნაშრომს შეიძლება მოემატოს ქულა, დააკლდეს ანდა დარჩეს უცვლელი.

გამარჯვებულ მოსწავლეთა რეიტინგული სიები, საპრეტენზიო განაცხადების განხილვის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 დღისა, ცენტრის მიერ სპეციალური ბმულის საშუალებით გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.

“ოლიმპიადის მონაწილემ განაცხადი უნდა წარმოადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში განცხადებების გადმოგზავნას მართვის ერთიანი ავტომატური სისტემის (eflow) გამოყენებით. განაცხადი ასევე მიიღება ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: gancxadebebi@naec.ge იმისათვის, რომ ელექტრონულ ფოსტაზე შემოსულ კორესპონდენციებს მიეცეს მსვლელობა, განაცხადის ფორმა უნდა იყოს შევსებული ხელმოწერილი და დასკანერებული”, – ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იხილეთ მესამე ტურში გამოყენებული ტესტები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური