GE

2020-2021 სასწავლო წლის პირველკლასელების ბუკებისთვის 33 მილიონი ლარია გათვალისწინებული

განათლების სამინისტრომ 2020-2021 სასწავლო წლების პირველკლასელებისთვის და მათი დამრიგებლებისთვის გადასაცემი ბუკების შესარჩევად მუშაობა დაიწყო.

საგანამანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინიციატივით, პორტაბელური კომპიუტერების (ბუკი) შესყიდვის სწორად დაგეგმვის მიზნით, სააგენტოში ღია კარის დღე ჩატარდა. შეხვედრაზე შესასყიდი ბუკების რაოდენობისა და სპეციფიკაციის საკითხი განიხილეს. შეხვედრას ბუკების შესყიდვით დაინტერესებული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერი” საქართველოში რამდენიმე წელია ხორციელდება, რომლის თანახმადაც საჯარო სკოლების პირველკლასელები სახელმწიფოსგან საჩუქრად კომპიუტერებს იღებენ. 2020 წლის საქართველოს ბიუჯეტის პროექტში, რომელიც პარლამენტმა უკვე დაამტკიცა, აღნიშნულ პროგრამაზე 33.0 მლნ ლარია გათვალისწინებული.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური