GE

2020-2021 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა

2020-2021 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულ მოსწავლეთა რეიტინგული სიები გამოქვეყნდა.

ოლიმპიადის გამარჯვებულია ყველა ის მოსწავლე, რომელმაც მესამე ტურში დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60%-სა და რეიტინგულ სიაში გადანაწილდა პირველ ათ ადგილზე.

გამარჯვებულია ასევე ის მონაწილეც, რომლის ქულა ემთხვევა რეიტინგულ სიაში მეათე ადგილზე მყოფი მოსწავლის ქულას.

თუ ოლიმპიადის მონაწილეთა რეიტინგული სიის პირველ ათ მონაწილეს თანაბარი ქულა აქვთ, მაშინ, რეიტინგული სიის შექმნის მიზნით, გათვალისწინებული იქნება თანაბარი ქულების მქონე მონაწილეების მეორე ტურში მიღებული შედეგები. საჭიროების შემთხვევაში კი პირველი ტურის შედეგებიც.

გამარჯვებულ მოსწავლეებს სიგელებითა და სპეციალური პრიზებით დააჯილდოებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ისინი ასევე გახდებიან იმ ნაკრები გუნდების წევრები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო ოლიმპიადებში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური