GE

2021-2022 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებს 64 ახალი მანდატური დაემატა

2021-2022 სასწავლო წლის დაწყებიდან თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებს 64 ახალი მანდატური დაემატა. ინფორმაციას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური დღეს, 30 სექტემბერს ავრცელებს.

უწყების ცნობითვე, სასკოლო სივრცეში პირისპირ სწავლების აღდგენის შემდეგ, მანდატურები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან ერთად, მოსწავლეთა და პედაგოგების ჯანმრთელობისთვის საჭირო რეკომენდაციების აღსრულებაში მიიღებენ მონაწილეობას.

ამ ეტაპზე, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, ქვეყნის მასშტაბით, 607 საჯარო სკოლაშია წარმოდგენილი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური