GE

2021-2022 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება – დეტალები

2021-2022 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 4 ნოემბრიდან დაიწყება.

როგორც შეფასებისა და გამოცდებსი ეროვნულ ცენტრის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 4 ნოემბრის 10:00 საათიდან დაიწყება და 26 ნოემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

როგორც ცნობილია, ოლიმპიადის პირველ ტურს სკოლა ატარებს და შესაბამისად, რეგისტრაციის გასავლელად მოსწავლეებმა სკოლის ადმინისტრაციას უნდა მიმართონ.

სკოლებს შეუძლიათ დაარეგისტრირონ ის მოსწავლეები, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ მონაწილეობა მიიღონ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში თითოეულ საგანში/საგნებში განსაზღვრული კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის (X -XII კლასები) შესაბამისად.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა სამ ტურად ტარდება. მეორე ტურში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ის მონაწილე, რომელმაც დააგროვა ტესტის მაქსიმალური ქულის 60% ან მეტს და, ამასთან ერთად, მოხვდა საგნის რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის.

“ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მიზანია სასწავლო პროცესის სტიმულირება და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება. ასევე, იმ ნაკრებებისათვის კანდიდატების გამოვლენა, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს სახელით გაემგზავრებიან”, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

ასევე იხილეთ:

სკოლებს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის ჩატარება ონლაინ ფორმატში შეეძლებათ – მინისტრის ბრძანება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური