GE

2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაფინანსება უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული პირებისათვის

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 19 აპრილის ინფორმაციით, განისაზღვრა უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული პირების სწავლის დაფინანსების მიზნით, შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის, ასევე პრიორიტეტული პროგრამული დაფინანსების თანხების გაანგარიშების ვადები 2021 -2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრისათვის:

  • სახელმწიფო სასწავლო და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაანგარიშება 2022 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით, უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით – 2022 წლის 2 – 3 აპრილი;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში საგრანტო თანხების დათვლილ მონაცემებზე ხედვის ჩართვა და კორექტირების მოთხოვნის უფლების მიცემა – 2022 წლის 5 აპრილიდან – 2022 წლის 18 აპრილის ჩათვლით;
  • მოთხოვნილი კორექტირების განხილვა და დადასტურება/უარყოფა სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ – 2022 წლის 19 აპრილიდან – 2022 წლის 4 მაისის ჩათვლით;
  • საბოლოო სახელობითი სიების ფორმირება და გადასარიცხი თანხის ოდენობის შესახებ ინფორმაციის დასწესებულების მიერ დადასტურება – 2022 წლის 5-6 მაისი;
  • საბოლოო გადარიცხვის დოკუმენტის ფორმირება, სამინისტროსათვის წარდგენა – 2022 წლის 10 მაისი.

პრიორიტეტული პროგრამული დაფინანსება:

  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის პრიორიტეტულ პროგრამებზე დასაფინანსებელი სტუდენტების სახელობითი სიის ფორმირების უფლების გააქტიურება სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში – 2022 წლის 5 აპრილიდან – 2022 წლის 9 მაისის ჩათვლით;
  • საბოლოო სახელობითი სიებისა და გადასარიცხი თანხის ოდენობის შესახებ ინფორმაციის დასწესებულების მიერ დადასტურება – 2022 წლის 13 – 16 მაისი;
  • საბოლოო გადარიცხვის დოკუმენტის ფორმირება და სამინისტროსათვის წარდგენა – 2022 წლის 17 მაისი

“სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გაანგარიშებული თანხების გადარიცხვას თითოეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო”, – განმარტებულია EMIS-ის ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ:

„განათლების სისტემა პროფესიონალ უმუშევრებს გვაწვდის“ – ვინ სჭირდება შრომის ბაზარს და ბიზნესს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური