GE

2021-2022 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის დაწყების თარიღი და განრიგი ცნობილია – სკოლების სია

2021-2022 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 10 იანვარს დაიწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 20 დეკემბრის ინფორმაციით, მეორე ტური შემდეგი განრიგით ჩატარდება:

10 იანვარი: I სესია – მათემატიკა; II სესია – გეოგრაფია;
11 იანვარი: I სესია – ქართული ენა და ლიტერატურა და ქართული ენა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის; II სესია – ისტორია;
12 იანვარი: I სესია – ბიოლოგია; II სესია – ინგლისური ენა;
13 იანვარი: I სესია – ქიმია; II სესია – რუსული;
14 იანვარი: I სესია – ფიზიკა; II სესია – გერმანული ენა;
15 იანვარი: I სესია – ფრანგული ენა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციითვე, I სესიაზე რეგისტრაცია 09:30 საათზე, გამოცდა 10:00 საათზე, II სესიაზე რეგისტრაცია 14:30 საათზე, ხოლო გამოცდა 15:00 საათზე დაიწყება.

„ნაეკი“ ასევე აქვეყნებს იმ სკოლების სიას, სადაც ოლიმპიადის მეორე ტური გაიმართება.

„დეტალური ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და დროის თაობაზე მითითებული იქნება მოსაწვევზე, რომლის მიწოდებასაც მოსწავლისათვის უზრუნველყოფს სკოლის ადმინისტრაცია”, – ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა სამ ტურად ტარდება.

ასევე იხილეთ:

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის შედეგები და მეორე ტურში გამსვლელი მინიმალური ქულები საგნების მიხედვით

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური