GE

2021 – 2022 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის მაქსიმალური ქულები გამოქვეყნდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2021 – 2022 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურისათვის განსაზღვრული თითოეულის საგნის მაქსიმალურ ქულებს აქვეყნებს:

2021 – 2022 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურისათვის თითოეულ საგანში შედგენილი ტესტის მაქსიმალური ქულა

“ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, 2021-2022 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური ელექტრონულად ჩატარდება”, – ამის შესახებ ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა.

პირველ ტურში მონაწილეობის მიღება დარეგისტრირებულ მოსწავლეებს დისტანციურად, ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან შეეძლებათ.

ყველა მოსწავლეს საშუალება ექნება შესაბამისი განრიგის მიხედვით, მისთვის სასურველ დროს, 09:00 საათიდან 20:00 საათამდე შევიდეს ვებგვერდზე: www.naec.ge და ბმულზე პირადი ნომრისა და პაროლის მითითების შემდეგ შეასრულოს ოლიმპიადისათვის განკუთვნილი დავალებები.

მეორე ტურში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ის მონაწილე, რომელიც დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 60% ან მეტს და ამასთან ერთად მოხვდება საგნის რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის. საკუთარ ქულას მოსწავლე ეკრანზე ტესტირების დასრულებისთანავე დაინახავს, ხოლო რეიტინგულ სიას ცენტრი განათავსებს ვებგვერდზე, სპეციალურ პროგრამაში, რომელზე წვდომაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციას ექნება.

ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია, ყველა საჯარო და კერძო სკოლის უფროსკლასელს თითოეულ საგანში განსაზღვრული კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის (X -XII კლასები) შესაბამისად.

ოლიმპიადას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შემდეგ საგნებში ატარებს:

მათემატიკა; ქართული ენა და ლიტერატურა; ქართული ენა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის; ისტორია; გეოგრაფია; ფიზიკა; ქიმია; ბიოლოგია; უცხოური ენები (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული).

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური