GE

2021 წლის აბიტურიენტების ქულების გამოქვეყნება ერთ კვირაში დასრულდება – როდის დაიწყება გასაჩივრების პროცესი

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ სოფიო გორგოძის განცხადებით, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში აბიტურიენტების შედეგები ყველა საგანში გამოქვეყნდება.

ამის შესახებ მან 2 აგვისტოს „რუსთავი 2-ის“ ეთერში ისაუბრა.

„მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში გამოქვეყნდება შედეგები ყველა საგანში, ამის შემდეგ დაიწყება უკვე სააპელაციო პროცესი. სააპელაციო პროცესი იწყება ერთდროულად, სავარაუდოდ ეს მოხდება შემდეგ კვირას, როდესაც მოხდება, ყველა საგნის შედეგის გამოქვეყნება. აპელაციების მიღება გრძელდება სამი დღე. აბიტურიენტები ყურადღებით უნდა იყვნენ და თვალი ადევნონ ჩვენს ვებ-გვერდს, ვიანიდან მხოლოდ სამი დღე აქვთ, რომ შემოიტანონ განაცხადი, თუკი ფიქრობენ რომ რომელიმე საგანი არ არის შესაბამისად შეფასებული“, – განაცხადა სოფიო გორგოძემ.

მისივე თქმით, ქულების გათანაბრება აპელაციების შედეგების გამოცხადების შემდეგ მოხდება, რის შემდეგაც აბიტურიენტებს მხოლოდ ერთი დღე ექნებათ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალში ცვლილების შესატანად.

სოფიო გორგოძე აბიტურიენტებს რეკომენდაციით მიმართავს: “გაითვალისწინონ რომელ საგანში ხდება გათანაბრება და საკუთარ პრიორიტეტულ ჩამონათვალს გადახედონ, თუ ორი-სამი პროგრამა აქვთ არჩეული, მათ შეუძლიათ ასობით პროგრამის არჩევა. სჯობს გააკეთონ ვრცელი ჩამონათვალი, როდესაც ვერ მოხვდება მისთვის სასურველ პროგრამაზე და სხვაგან მოხვდება, შემდეგ გადაწყვიტოს, რომ არ უნდა ამ პროგრამაზე სწავლა. ვიდრე აღმოაჩინოს, რომ ვერცერთ უნივერისტეტში ვერ ჩაირიცხა და შემდეგ ინანოს”.

გამოცდების შედეგების ნახვა აბიტურიენტებს როგორც გამოცდების ცენტრის ვებგვერდის, ისე SMS-ის საშუალებითაც შეუძლიათ. სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საიდენტიფიკაციო ნომერი. შედეგებთან ერთად იქნება განთავსებული აბიტურიენტის ნაშრომის ასლი და მიღებული ქულა.

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური