GE

2021 წლის მაგისტრობის მსურველებისთვის შედეგის გასაჩივრების ინსტრუქცია გამოქვეყნდა – ვადები

2021 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, აპელაციის პროცესი იწყება. სააპელაციო განაცხადები მიიღება 27 აგვისტოს 10:00 საათიდან 31 აგვისტოს 18:00 საათამდე მხოლოდ ელექტრონულად. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დღეს, 26 აგვისტოს ავრცელებს.

2021 წლის მაგისტრობის მსურველებისთვის სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქცია ასეთია:

სააპელაციო განაცხადის შესავსებად უნდა ეწვიოთ საგამოცდო ცენტრის ვებგვერდებს და აპელაციისათვის განკუთვნილი ღილაკის გამოყენების შემდეგ შესაბამის ველებში უნდა შეიყვანოთ პირადი ნომერი და საგამოცდო ბარათზე მითითებული საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) კოდი.

ღილაკის – „შესვლა“ – გამოყენების შემდეგ იწყებთ ტესტის იმ ნაწილების მონიშვნას, რომელთა გასაჩივრებაც გსურთ (თუ აპელაციის საფასური არ გაქვთ გადახდილი, სისტემა არ მოგცემთ პროცესის დასრულების შესაძლებლობას).

ამ აღნიშვნების შემდეგ სისტემა თქვენს განაცხადს შეინახავს, როგორც დროებითს, რომელშიც არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილების შეტანა. დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ გამოიყენებთ ღილაკს „გაგზავნა“.

აპელაციის შედეგებთან ერთად გამოქვეყნდება გათანაბრებული ქულებიც. გათანაბრებული ქულა არის ის საბოლოო შედეგი, რომლითაც დგინდება გადალახა თუ არა ზღვარი მაგისტრანტობის მსურველმა ტესტის თითოეულ ნაწილში.

იხილეთ ტესტების ნაწილების სწორი პასუხები და შეფასების კრიტერიუმები

ასევე იხილეთ: 

როგორ დავიბრუნოთ უკან 2021 წლის გამოცდებისათვის ზედმეტად/შეცდომით გადახდილი თანხა – ინსტრუქცია

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური