GE

2021 წლის მასწავლებელთა გამოცდების აპელაციის შედეგები გამოქვეყნდა

2021 წლის მასწავლებელთა გამოცდების აპელაციის შედეგები ცნობილია. ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 16 სექტემბერს გამოაქვეყნა.

იხილეთ მასწავლებელთა გამოცდის აპელაციის შედეგები

შედეგების გაგება მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეუძლიათ. ამისათვის მათ მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) ბარათზე დატანილი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნონ ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).

აპელაციის შედეგების გასაჩივრება შეგიძლიათ ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში.

მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე მიღებული შედეგები სკოლაში დასაქმებულ პედაგოგებს ავტომატურად აესახებათ პირად ელექტრონულ გვერდზე eSсhool-ის ბაზაში. ხოლო მასწავლებლობის მსურველებისთვის გამოცდების ჩაბარების შესახებ ცნობა მასწავლებლის მოსამზადებელ 60-კრედიტიან პროგრამაზე გასაგრძელებლად არის საჭირო, ასევე მასწავლებლის ვაკანსიების გვერდზე ანკეტის შევსებისასაც ითხოვენ აღნიშნულ საბუთს.

ამავე თემაზე:

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების შედეგების და კრედიტების შესაბამისობის ცხრილი გამოქვეყნდა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური