GE

2021 წლის მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება დასრულდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, დღეს, 31 აგვისტოს, 2021 წლის მასწავლებელთა გამოცდების კიდევ 7 საგნის შედეგები გამოაქვეყნა. ესენია: მათემატიკა (I-VI), ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI), ბუნებისმეტყველება (I-VI), ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ქართული, როგორც მეორე ენა, უცხოური ენები და სპეციალური მასწავლებლების პროფესიული უნარები. ამით პედაგოგთა კომპეტენციის დადასტურების შედეგების გამოცხადება დასრულდა.

იხილეთ შედეგები

იხილეთ მასწავლებელთა გამოცდებზე გამოყენებული ტესტების შეფასების სქემები

შედეგების გაგება შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც. ამისთვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).

მასწავლებელთა გამოცდების შედეგების გასაჩივრება 1-ელ სექტემბერს დაიწყება და 3 სექტემბერს დასრულდება.  იხილეთ ინსტრუქცია

ცნობისთვის, მასწავლებლის საგნის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია წელს 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა.

ასევე იხილეთ:

„სპეციალური მასწავლებლის საგნის გამოცდა ყოველწლიურად ჩატარდება“

როგორია ეროვნული გამოცდების მონაწილეთა ნამუშევრების გასწორების პროცედურა – „ნაეკის“ პასუხი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური