GE

2021 წლის მასწავლებლის გამოცდისთვის რეგისტრაცია მიმდინარეობს – დამატებულია დამხმარე კრებულები

უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია პირველი მარტის 10:00 საათს დაიწყო და 2021 წლის 31 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

გამოცდის ჩაბარების მსურველთათვის დამხმარე კრებულები შეივსო. კერძოდ, დაემატა ფიზიკისა და დაწყებითი განათლების I-IV და I-VI კლასების პედაგოგთათვის განკუთვნილი  კრებულები.

გამოცდებთან დაკავშირებული განახლებადი ინფორმაცია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური