GE

2022 წლის აბიტურიენტის ცნობარში ინფორმაცია კიდევ განახლდა – დამატებულია აკრედიტებული პროგრამები

2022 წლის აბიტურიენტის ცნობარში 28 ივნისს ცვლილება შევიდა. კერძოდ ცნობარში საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ცვლილებასთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია დაემატა. როგორც ცნობილია, ელექტრონული კრებული „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ მომზადებულია 2022 წლის იანვარში და საგანმანათლებლო პროგრამების სტატუსის ცვლილების შემდეგ ცნობარში ახალი ინფორმაცია ემატება.

სხვადასხვა უნივერსიტეტების ზოგიერთი საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებული ხდება, ზოგიერთი კი უარს იღებს აკრედიტაციაზე და შესაბამისად, ის აბიტურიენტმა არ უნდა აირჩიოს. არის სახელის ცვლილებაც ზოგიერთი პროგრამისთვის.

იხილეთ ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების სტატუსთან დაკავშირებით ამ ეტაპისათვის განხორციელებული ცვლილებების შესახებ:

განახლებული ინფორმაცია ზოგიერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე – სია

ცნობარი აბიტურიენტებისთვის 2022

აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის/რეაკრედიტაციის პროცესი ისევ მიმდინარეობს და ცვლილებები შესაძლოა ისევ იყოს.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური