GE

2023 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დღეს, 19 სექტემბერს, აქვეყნებს იმ პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალს (ჩასაბარებელი საგნების მითითებით), რომლებზეც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები გამოაცხადებენ მიღებას 2023-2024 სასწავლო წლისათვის.

საბაკალავრო პროგრამები
სამედიცინო მიმართულების პროგრამები
ქართულ ენაში მომზადების პროგრამები

აქვე გვინდა განვმარტოთ, რომ ამ დოკუმენტებში მოცემულია საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაკეთებული პირველადი არჩევანი. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უნდა დაუკავშირდეთ კონკრეტულ უმაღლეს სასწავლებელს.

საბოლოო ინფორმაცია განთავსდება ელექტრონულ ბუკლეტში ,,ცნობარი აბიტურიენტებისათვის“, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის დაწყებისთანავე გამოქვეყნდება.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური