2026 წლის აბიტურიენტის ცნობარი განახლდა – რა უნდა გადაამოწმონ აბიტურიენტებმა
2026 წლის აბიტურიენტის ცნობარი განახლდა.
7 აგვისტოს განახლებულ დოკუმენტში ასახულია სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებული ცვლილებები, მათ შორის მოცემულია განახლებული ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის შესახებ.
აბიტურიენტთა ცნობარში აგრეთვე გაეცნობით იმ მნიშვნელოვან ინფორმაციასაც, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის დროს. კერძოდ:
- აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა;
- აკრედიტაციის ვადები;
გაზრდილია თუ არა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი; - მითითებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამაზე სპეციალური მოთხოვნები;
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელი გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტი (კოეფიციენტების მინიჭებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს საგანმანათლებლო პროგრამისათვის მეტად თუ ნაკლებად პრიორიტეტულ საგამოცდო საგნებს, საკონკურსო ქულები სწორედ კოეფიციენტების მიხედვით დაითვლება).
გახსოვდეთ, აბიტურიენტი საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას რაოდენობაში შეზღუდული არ არის.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
გამოქვეყნდა 2026 წლის აბიტურიენტის ცნობარის საბოლოო ვერსია – ცვლილებების ჩამონათვალი
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
„ფაკულტეტების და უნივერსიტეტების შეცვლა როდემდე შემიძლია და როდის იქნება აპელაციის შედეგები?“ – პასუხი აბიტურიენტებს
by ARIS.GE-განათლება