GE

22 წიგნი, რომელიც ახალი უნარის ათვისებას მხოლოდ ერთ თვეში შეგაძლებინებთ

ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლობს, რაც პროგრესის სისწრაფისა და ჩვენი მოთხოვნილებებით არის განპიროებული. ცალსახაა, რომ ყველას ახალი უნარის ათვისება უმოკლეს დროში უნდა.გთავაზობთ წიგნების ჩამონათვალს, რომელთა საშუალებით თქვენ 30 დღეში ახალი უნარის შეძენას შეძლებთ.

უცხო ენის შესწავლა

როჯერ კრეზი, რიჩარდ რობერტსი ,,უცხო ენა უფროსებისთვის. როგორ ვისწავლოთ ახალი ენა ნებისმიერ ასაკში“ – წიგნის ავტორებმა მთელ სამეცნიერო გამოცდილებას თავი იმისათვის მოუყარეს, რომ ზრდასრულ ადამიანებს ახალი ენის შესწავლაში დაეხმარონ. კრეზი და რობერტსი მოგვითხრობენ როგორ გამოვიმუშავოთ სწავლის ჩვევა, რატომ არ ღირს მასალის დაზეპირება და ასევე იმაზე, თუ როგორ ვისაუბროთ თავისუფლად უცხო ენაზე.

სუსანა ზარაისკაია ,,მუსიკის დახმარებით უცხო ენის შესწავლის მარტივი ხერხი“ – წიგნის ავტორი ახალი ენის შესასწავლ 90 სასარგებლო რჩევას გვთავაზობს. მათ შორის თქვენ იპოვით პასუხებს ისეთ გავრცელებულ კითხვებზე, როგორიცაა: როგორ დავისახოთ სწორად მიზანი, როგორ ვისწავლოთ ერთდროულად რამოდენიმე ენა, როგორ გავაუმჯობესოთ წარმოთქმა. დაყველაფერი ეს მუსიკის საშუალებით.

საინტერესო წიგნის დაწერა

კრის ბეიტი ,,ლიტერატურული მარათონი. როგორ დავწეროთ წიგნი 30 დღეში“ – თუ თქვენ თვლით, რომ ნაწარმოების დაწერა მხოლოდ 1 წელიწადში არის შესაძლებელი, მაშინ ეს წიგნი თქვენთვის არის განკუთვნილი. ბეიტიმ დააარსა ლიტერატურული მარათონი National Novel Writing Month, რომელმაც ათასობით მონაწილეს თავისი პირველი ნაწარმოების მხოლოდ 1 თვეში დაწერის შესაძლებლობა მისცა. წიგნი ამ ამოცანასთან გამკლავებაში თქვენც დაგეხმარებათ.

მაკსიმ ილიახოვი, ლიუდმილა სარიჩევა ,,წერე, შეამოკლე“ – ,,წერე, შეამოკლე“ არა მხოლოდ ჟურნალისტებისა და ქოფირაითერებისთვის, არამედ იმ ადამიანებისთვისაც არის განკუთვნილი, რომლებიც მუშაობის პროცესში საინფორმაციო სტილს აწყდებიან. მისი დახმარებით თქვენ მკითხველისთვის საინტერესო ტექსტის დაწერას შეძლებთ. ასევე ისეთი სარეკლამო ინფორმაციის გადმოცემას, რომელიც მთავარ აზრს ნათლად და ცალსახად გამოხატავს.

სუპერ მეხსიერების განვითარება

მაიკ ბაისტერი, კრისტინ ლობერგი ,,სწრაფი გონება. როგორ დავივიწყოთ ზედმეტი და გვახსოვდეს საჭირო – ავტორებმა შექმნეს კარგი ინსრუქცია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც თავიანთი პოტენციალის ბოლომდე გამოყენება უნდათ. მეხსიერების საკითხის გარდა, წიგნი მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ გავხდეთ უფრო ეფექტურები ნებისმიერ საქმეში. ამ მიზნის მისაღწევად ავტორები სასწავლო პროგრამასა და სავარჯიშოებს გვთავაზობენ.

პიტერ კამპი ,,სწრაფი კითხვა. როგორ დავიმახსოვროთ მეტი, 8-ჯერ უფრო სწარაფად კითხვისას“ – თითოეულ ჩვენგანს სურს საყვარელი წიგნის უფრო სწრაფად კითხვა ისე, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაგვამახსოვრდეს. ამის მიღწევაში სწრაფი კითხვა დაგეხმარებათ. პიტერ კამპი თავის წიგნში მოგვითხრობს იმ თეორიებსა და მეთოდებზე, რომელთაც მსოფლიოს საუკეთესო კურსებზე ასწავლიან.

ხატვის შესწავლა

მარკ კისტლერი ,,თქვენ ხატვას 30 დღეში შეძლებთ“ – ავტორები გვპირდებიან, რომ თუ წიგნს 30 დღის მანძილზე 20-20 წუთს დავუთმობთ, ნიჭიერ მხატვრებად თუ არა, იმ ადამიანებად მაიც ვქცევით, ვინც ცუდად არ ხატავს. ავტორი გვიხსნის, რომ ეს იმიტომ ხდება, რომ ხატვა არ არის თანდაყოლილი ნიჭი და სურვილის შემთხვევაში მისი ათვისება შესაძლებელია.

ენდრიუ ლუმისი ,,გართობა ფანქრით. ხატვის შესწავლის ყველაზე მარტივი ხერხი“ – წიგნის ავტორი არის პროფესიონალი მხატვარი, რომელიც მრავალი წლის მანძილზე ხატვის შესასწავლ მეთოდიკებს სწავლობდა და მათ შორის ყველაზე მარტივს ეძებდა. და იპოვა კიდეც. ამ წიგნში ლუმისი სწორედ ამ მეთოდზე მოგვითხრობს. მისი საშუალებით თქვენ მარტივად და უმოკლეს დროში შეძლებთ ხატვის უნარის ათვისებას.

ლოგიკური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება

ბარბარა ოაკლი ,,იფიქრეთ როგორც მათემატიკოსმა. როგორ გადავწყვიტოთ ნებისმიერი პრობლემა უფრო სწრაფად და ეფექტურად“ – ადამიანი მათემატიკური აზროვნებით არ იბადება. წიგნის ავტორი, მეცნიერებათა დოქტორი ამტკიცებს, რომ თითოეულ ჩვენგანს ჩვეულებრივი აზროვნების შეცვლა შეუძლია. ოაკლი გვასწავლის თუ როგორ გამოვიყენოთ მეთოდები და ხრიკები, რომელთაც ცხოვრებაში ზუსტი მეცნიერებების ყველა სპეციალისტი იყენებს.

მაიკლ მიკალკო ,,ბრინჯის თავდასხმა და არასტანდარტული აზროვნების კიდევ 21 ხერხი“  – შემოქმედებითი აზროვნება თანდაყოლილი შესაძლებლობა არ არის. მაიკლ მიკალკომ, კრეატიულობის წამყვანმა სპეციალისტმა, ამ წიგნში სტრატეგიის სისტემატიზაცია მოახდინა, რაც შემოქმედებითად აზროვნებაში დაგეხმარებათ. მოცემული სავარჯიშოები და თავსატეხები ამ გზაზე პირველი ნაბიჯებისთვის გამოგადგებათ.

დროის სწორად გადანაწილება

რიჩარდ ტემპლარი ,,თვითორგანიზების წესები. როგორ მოვასწაროთ ყველაფერი დაძაბვის გარეშე“ – ტემპლარი გვპირდება 100 ხერხის გამხელას, რომელთა დახმარებით, ნაკლები ძალისხმევით მეტის მიღწევას შევძლებთ. გინდათ გახდეთ ადამიანი, რომელიც ყოველთვის ყველაფერს ასწრებს, ისე, რომ თავისუფალ რეჟიმში ცხოვრობს. მაშინ თქვენ ეს წიგნი აუცილებლად უნდა გაიცნოთ ახლოს.

ლორა ვანდერკამი ,,წიგნი დაკარგულ დროზე“ – ავტორი გვიყვება იმაზე, თუ როგრო არ დავხარჯოთ დრო ფუჭად. თითოეულ ჩვენგანს დღეში მხოლოდ 24 საათი აქვს, თუმცა მხოლოდ ერთეულები ახერხებენ ამ დროში მაქსიმუმის გაკეთებას. მიყევით ავტორის რეკომენდაციებს და თქვენ გაიგებთ, რომ ბევრად მეტი დრო და შესაძლებლობები გაქვთ, ვიდრე გგონიათ.

სწორი ჩვევების გამომუშავება

ბრეტ ბლიუმენტალი ,,1 ჩვევა კვირაში. შეცვალე საკუთარი თავი 1 წელიწადში“ – ბლიუმენტალი გვთავაზობს ეტაპობრივ ინსტრუქციას, რომელსაც შეუძლია ადამიანის ცხოვრების შეცვლა. ავტორი დარწმუნებულია, რომ თითოეულ დიდ ცვლილებაში შესაძლებელია რიგი საჭირო პატარა ნაბიჯების პოვნა. ხოლო პოპულარულ ტაქტიკას ,,ყველაფერი ან არაფერი“ ფიასკომდე მივყავართ. ამ შემთხვევაში ,,ერთი ჩვევა კვირაში“ კარგი ალტერნატივაა.

რიჩარდ ტემპლარი ,,მიზნის მიღწევის წესები. როგორ მივიღოთ ის, რაც გვინდა“ – წიგნი იმ ადამიანებისთვის არის განკუთვნილი, ვისაც არ უნდა მხოლოდ ბედისა და იღბალის იმედზე ყოფნა. მათთვის მნიშვნელოვანია დასახული მიზნების მარტივი წესების საშუალებით მიღწევა. ამასთანავე ავტორმა მოახდინა მთავარი პრინციპების ფორმულირება, რომლებიც გვასწავლიან თუ როგორ მივიქციოთ თანამოსაუბრეების ყურადღება და გავხდეთ ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობა ყველას სიამოვნებს.

მატყუარების ამოცნობა

ლილიან გლასი ,,ყველა ტყუის. როგორ ვამხილოთ ტყუილი მიმიკისა და ჟესტების საშუალებით“ – ადამიანის ტყუილის მხელა კარგი ზებუნებრივი შესაძლებლობა იქნებოდა. თუმცა, საქმე საქმეზე თუ მიდგა, ამ ნიჭის შეძენა ნებისმიერს შეუძლია. ადამიანის სხეულის ენის ექსპერტი, დოქტორი ლილიან გლასი გვიზიარებს მარტივ მიდგომას, რომელსაც ვითონ იყენებს, ნებისმიერი ტიპის ტყუილის მხილებისთვის, დაწყებული ,,უმნიშვნელო“ ტყუილით, დამთავრებული სერიოზულით, რომელსაც ადამიანის ცხოვრბის შეცვლა შეუძლია.

პოლ ეკმანი ,,ტყუილის ფსიქოლოგია“ – პოლ ეკმანი – ამერიკელი ფსიქოლოგი, მთელ მსოფლიოშია ცნობილი. თავის წიგნში ის იმ წვრილმანების შემჩნევას გვასწავლის, რომელთაც სხვები ვერ ხედავენ. სწორედ მათი საშუალებით ნებისმიერი ტიპის ტყუილის მხილება არის შესაძლებელი.

დიდი რიცხვების გონებაში სწარაფად გამოთვლა

არტურ ბენჯამინი, მაიკლ შერმანი ,,რიცხვების ჯადოქრობა. გონებაში მომენტალური გამოთვლა და სხვა მათემატიკური ხრიკები“ – იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გინდათ თავის მოწონება დიდი რიცხვების დამახსოვრებითა და წამებში გონებაში რთული გამოთვლების გაკეთებით, ეს წიგნი თქვენთვის არის განკუთვნილი. ავტორები მოგიყვებიან თუ როგორ აითვისოთ ეს უნარი ისე, რომ მათემატიკა შეგიყვარდეთ.

ბილ ჰენდლი ,,როგორ გამოვთვალოთ გონებაში სწრაფად“ – ჰენდლი სთავაზობს მკითხველს თავის მარტივ მეთოდიკას, რომელიც დაგეხმარებათ წამებში რიცხვების შეკრება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფაში. ასევე დიდი ციფრების კვადრატული და კუბური ფესვის გამოყვანაში. ამასთან აღსანიშნავია, რომ წიგნი მკითხველის სხვადასხვა სეგმენტისთვის არის განკუთვნილი.

კარგი ბიზნეს გეგმის შედგენა

პიტერ ჯ. პატსულა ,,ბიზნეს გეგმა 30 დღეში“ – ეს წიგნი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც საკუთარი საქმის წამოწყება უნდა. თუმცა ის სასარგებლო ხელმძღვანელებისთვისაც იქნება, რომლებიც ახალი მიმართულების განვითარებას გეგმავენ. პატსულამ შექმნა ეტაპობრივი ინსტრუქცია, რომელიც კარგი ბიზნეს გეგმის შედგენაში დაგეხმარებათ. და ყველაფერი ეს მხოლოდ 1 თვეში.

რონდა აბრამსი ,,100%-იანი ბიზნეს გეგმა“ – აბრამსი თავისი წიგნით დამწყებ ბიზნესმენებს ისეთი გეგმის შედგენაში ეხმარება, რომელიც მოგებას მოიტანს  და არ იქნება ინვესტორებისთვის განკუთვნილი უბრალო ფურცელი. მისი აზრით, ბიზნეს გეგმა არის სამგზავრო რუკა, რომელიც მთელ თქვენ გუნდს გზას უჩვენებს. ასე, რომ შეადგინეთ ის გონივრულად.

გემრიელი კერძების მომზადება

გორდონ რამზი ,,ელემენტარული კულინარიის კურსი“ – ცნობილმა ბრიტანელმა შეფ-მზარეულმა ამ წიგნში გემრიელი კერძების მარტივ რეცეპტებს მოუყარა თავი. ის დარწმუნებულია, რომ მათ დამწყები კულინარიც კი გაუმკლავდება. ყველაფერი იმიტომ, რომ ავტორმა ცოტა შეცვალა რეცეპტები და გაამარტივა ისინი.

ჯეიმი ოლივერი ,,კვების სამინისტრო. ნებისმიერს შეუძლია საკვების მომზადების შესწავლა 24 საათში“ – ამ წიგნით ოლივერმა გადაწყვიტა დაემტკიცებინა, რომ საკების მომზადების სწავლა რეალურად ყველას შეუძლია. ამისათვის მან თავი მოუყარა ყველაზე პოპულარულ რეცეპტებსა და ილუსტრაციებს, იმისათვის რომ მკითხველს კითხვები აღარ დაბადებოდა. ცნობილი მზარეული დარწმუნებულია, რომ რამოდენიმე კულინარიული ტექნიკის ცოდნა სარამოდენიმე დროისა და ფულის დაზოგვაში დაგეხმარებათ.

მოამზადა თეა ინაშვილმა

წყარო: adme.ru

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური