GE

23 წელი სწავლა? და რა ღირს ეს?

რომელ ქვეყნებში ატარებენ სკოლის მოსწავლეები კლასებში ყველზე ნაკლებ დროს? სად იხდიან მშობლები სასკოლო ნივთებში ყველაზე მეტს და რომელ ქვეყანაშია საჭირო განათლების მისაღებად სწავლაზე საშუალოდ 23 წლის დახარჯვა?

ცოდნისკენ მიმავალ გრძელ გზას, ათასგვარი ხარჯიც ართულებს. ბავშვების განათლებისათვის საჭირო თანხა სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავდება. ასევე განსხვავებულია საათების რაოდებობა, რომელსაც სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები კლასებსა  და აუდიტორიებში ატარებენ. ამ სხვაობის უფრო თვალნათლივ დასანახად რამდენიმე ფაქტსა და მაჩვენებელს გთავაზობთ.

ამერიკელ მშობლებს ყველაზე ძვირი კომპიუტერი და სკოლის მოსწავლის ტანსაცმელი უჯდებათ

ამერიკის შეერთებულ შტატებში ბავშვის სკოლისთვის მომზადებისთვის ოჯახი საშუალოდ  685 დოლარს ხარჯავს. 2005 წლიდან მოყოლებული თანხა დაახლოებით 250 დოლარით გაიზარდა.  ყველაზე მეტი კომპიუტერებზე, საშუალოდ 299 დოლარი, იხარჯება. მეორე ადგილზეა ტანსაცმელი – 268 დოლარი, შემდეგ მოდის სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობები – პლანშეტები, კალკულატორი და სხვა, რომლებზეც 271 დოლარი იხარჯება. სახელმძღვანელოებსა და სხვადასხვა საკანცელარიო ნივთზე მოსწავლის ოჯახი 112 დოლარს ხარჯავს. ყველა ეს თანხა წლიდან წლამდე იზრდება.

სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით დანიაში სასწავლო წელი ორი თვით გრძელია

ამ ქვეყანაში სკოლის მოსწავლემ კლასში ყოველწლიურად დაახლოებით 1000 საათი უნდა გაატაროს. ასეთ გრძელ სასწავლო წელს თავისი გამართლებაც აქვს: დანია განათლების საუკეთესო ხარისხის ხუთი წამყვანი ქვეყნის სიაში სისტემატურად შედის.

თუ ეძებთ ქვეყანას, სადაც განათლება შედარებით იაფია, ჰონგ-კონგი დაივიწყეთ

მშობლების  მიერ შვილის განათლებისათვის გადახდილი თანხა ქვეყნის მიხედვით მკვეთრად განსხვავდება. ამ მაჩვენებლის სხვაობა 100 000 დოლარამდეც კი შეიძლება ავიდეს. განათლების მიღება ყველაზე ძვირი ჰონგ-კონგში ჯდება. აქ სწავლისთვის საშულოდ 131 161 აშშ დოლარის გადახდა არის საჭირო (სტიპენდიის, სესხისა და სახელმწიფო მხარადჭერის გათვალისწინების გარეშე).

ამ სიაში მეორე ადგილი არაბთა გაერთიანებული ემირატებს უჭირავს აქ სწავლა საშუალოდ 99 000 დოლარი ჯდება. რაც შეეხება სინგაპურსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, აქ განათლების მისაღებად 71 000 და 58 000 დოლარის გადახდა არის საჭირო. ჩამოთვლილი ქვეყნებისგან საფრანგეთი მკვეთრად განსხვავდება. აქ მშობლები შვილის სრული განათლებისთვის (სკოლისა და უნივერსიტეტის ჩათვლით) საშუალოდ 16 000 დოლარს იხდიან.

ავსტარლიელები სწავლაზე დაახლოებით ცხოვრების მეოთხედ ნაწილს ხარჯავენ

ადრე თუ გვიან სწავლა მთავრდება. სკოლის დაწყებისთანავე ყველა პირველკლასელს ეს აუცილებლად უთხარით. თუმცა ისეთ ქვეყნებში როგორიაა ახალი ზელანდი და ისლანდია ეს პროცესი თითქმის ორი ათწლეული გრძელდება. ,,სასკოლო და საუნივერსიტეტო ცხოვრების მოსალოდნელი ხანგრძლივობა“ ჩარიცხვების საშუალო მაჩვენებლიდან ითვლება. ამჟამად ეს ხანგრძლივობა ავსტრალიაში სწავლის 22,9 წელიწადს აღწევს, ანუ იქ ადამიანი 6-დან 28 წლამდე სწავლობს. ამ სიის ბოლო ადგილი ნიგერიას უჭირავს, სადაც ბავშვები სწავლას 7 წლის ასაკიდან იწყებენ  და დაახლოებით 5,3 წელში ასრულებენ, 17 წლით ადრე ვიდრე ავსტრალიაში.

განათლების საფასურს არა მხოლოდ მშობლები იხდიან. გავიხსენოთ ტყეები . . .

ვირტუალური რეალობის საუკუნეში, როდესაც ადამიანები 3D პრინტერებსა და დრონებს იყენებენ, მოსწავლისთვის ჩვეულებრივი ფანქარი განუყოფელ ინსტრუმენტად რჩება. დღეს, მისი გამოგონებიდან 400 წლის შემდეგ, მსოფლიოში ყოველწლიურად 15-დან 20 მილიარდამდე ფანქარს ამზადებენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ საკანცელარიო ნივთს კედარის ხისგან აწარმოებენ, რომელიც წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე იზრდება. რაც შეეხება გრაფიტს, მას ჩინეთსა და შრი ლანკაზე მოიპოვებენ. იმისათვს, რომ მოსწავლეებმა მთელი წლის მანძლზე ფანქრების დეფიციტი არ იგრძნონ, ყოველწლიურად 60 000-დან 80 000-მდე ხე იჭრება.

წყარო: bbc

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
edu.aris.ge საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი