GE

24 იანვარი განათლების საერთაშორისო დღეა

24 იანვარს განათლების საერთაშორისო დღე მთელი მსოფლიოს მასშტაბით წელს მეოთხედ აღინიშნება.

გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ამ თარიღის დაწესება გლობალური მშვიდობისა და განვითარების უზრუნველყოფის კუთხით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ინკლუზიური განათლების სისტემის შექმნის მნიშვნელობის ხაზგასმას ემსახურება.

საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რომ დღეს მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და დემოკრატიის არსებობის უმთავრესი წინაპირობაა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური