GE

სამკითხვიანი ტესტი, რომელიც თქვენი ინტელექტის დონეს ერთ წუთში განსაზღვრავს

ფსიქოლოგმა შეინ ფრედერიკმა ინტელექტის განსასაზღვრად შექმნა ძალიან პატარა ტესტი, რომელიც სამი კითხვისგან შედგება. მისი მთავარი იდეაა კითხვებს პასუხი უმოკლეს დროში გასცეთ.

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა და გონებრივი შესაძლებლობები:

1. ტენისის ჩოგანი და ბურთი ერთად 1 დოლარი და ათი ცენტი ღირს. რა ღირს მარტო ბურთი თუ ჩოგანი მასზე 1 დოლარით ძვირია?

2. 5 მანქანა ხუთ დეტალს 5 წუთში ამზადებს.  რა დრო დასჭირდება 100 მანქანას 100 ასეთივე დეტალის დასამზადებლად?

3. წყლის ლილიები აუზში იზრდებიან. მათი მოცულობა ყოველ დღე ორმაგდება. რამდენ  დღეში დაიკავებენ აუზის ნახევარს თუ აუზი 48 დღეში ლილიებით მთლიანად ივსება?

შეინ ფრედერიკმა, რომელიც იელის მენეჯმენტის სკოლის პროფესორია, ეს კითხვები ნობელის პრიზის მფლობელ დანიელ კაჰნემენთან ერთად შეადგინა, რის შემდეგაც ტესტირება წამყვანი ამერიკული უნივერსიტეტების 1,000-მდე სტუდენტს ჩაუტარეს.

გარდა, ზემოთ მოცემული სამი კითხვისა, გამოკითხულებს სთხოვეს გაეკეთებინათ არჩევანი  – $3,400 ახლა თუ $3,800  ერთი თვის შემდეგ?  მათ ვინც, ტესტირებაში დაბალი ქულა აიღო, სულსწრაფობაც გამოამჟღავნა და ლოდინს მცირე თანხის მაშინვე აღება არჩია. ხოლო ისინი, ვინც სამ კითხვას სწორი პასუხი გასცა, ბევრად უფრო ძლიერი ნებისყოფის მქონენი აღმოჩნდნენ.

გამოცდის იდეა ისაა, რომ თავში პირველად არასწორი პასუხი მოგვდის: 100 ცენტი, 100 წუთი, 24 დღე. ასეთ პასუხამდე ადამიანი ინტუიციური აზროვნებით მიდის. ხოლო უფრო რაციონალურად მოაზროვნე ადამიანები უკეთ პასუხობენ.

პასუხები:

1.ბურთი ღირს 5 ცენტი. ის რომ 10 ცენტი ღირდეს, ჩოგნის ფასი 1 დოლარი და 10 ცენტი უნდა იყოს. ორივე ნივთის ფასი კი 1 დოლარი და 20 ცენტი გამოდის,  რაც ამოცანის პირობას ეწინააღმდეგება.

2.პასუხია 5 წუთი. მანქანების რაოდენობა არაა დამოკიდებული დეტალების დამზადებისთვის საჭირო დროის ხანგრძლივობაზე.

3.პასუხია 47 და არა 24 დღე. პირობის თანახმად, ლილიების მოცულობა ყოველ დღე ორმაგდება და ლოგიკურია, 1 დღით ადრე, სანამ აუზი მთლიანად გაივსება, ლილიებს ნახევარი აუზი ექნება შევსებული.

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

წყარო: brightside.me

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური