GE

3500 ქართველი სტუდენტი საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში და UK-Bridge–ს საიუბილეო გამოფენა

თუ ფლობთ შესაბამის ცოდნას, გაქვთ ფინანსები და გსურთ საზღვარგარეთ ისწავლოთ, საქართველოში არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც ამ საკითხში კვალიფიციურ კონსულტაციას  გაგიწევენ. მაგალითად, საგანმანათლებლო სააგენტო UK-Bridge უკვე 3 500-ზე მეტ სტუდენტს დაეხმარა, განათლება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მიეღო.

ავიაბილეთი ლონდონის მიმართულებით Georgian Airways – ისგან – ეს გახლდათ ერთ-ერთი საჩუქარი, რომელიც UK-Bridge-ის მიერ ორგანიზებულ  განათლების საერთაშორისო გამოფენაზე მისულმა იღბლინმა სტუმრებმა მიიღეს. გიორგი იაშვილი მოგებული ავიაბილეთის გამო, ემოციებს ვერ მალავდა. „ეს იყო ჩემი ოცნება და არ მჯერა რომ ამიხდა“,-ამბობდა ის.

გიორგის გარდა ორკვირიანი საზაფხულო კურსი დიდ ბრიტანეთში და ოთხთვიანი ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი თბილისში ორმა დამთვალიერებელმა, სპეციალური გათამაშების შედეგად მოიპოვა.

საგანმანათლებლო სააგენტო UK-Bridge-ის საერთაშორისო გამოფენა – 2018 , 24 თებერვალს  სასტუმრო „Rooms“- ში გაიმართა. ღონიძიებაზე დიდი ბრიტანეთიდან, ამერიკიდან, გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ესპანეთიდან და ჩეხეთიდან მაღალი დონის უნივერსიტეტები, კოლეჯები, სკოლა–პანსიონები და ენის სკოლები იყო წარმოდგენილი.

ქართველ მოსწავლეებს, სტუდენტებსა და მათ მშობლებს, საშუალება ჰქონდათ პირადად შეხვდროდნენ მათ წარმომადგენლებს, ენახათ სასწავლო პროგრამებისა თუ კურსების ჩამონათვალი და განათლებისთვის საჭირო ფინანსების ოდენობაზე დეტალური ინფორმაცია მიეღოთ.

„მაინტერესებდა მაგისტრატურის სპეც-კურსები. რამდენიმე უნივერსიტეტის წარმომადგენელთან ვიყავი მისული, ამიხსნეს, რომ ჰქონდათ როგორც სასაწავლო კურსები, ასევე სტაჟირების პროგრამები საფრანგეთსა და ბარსელონაში. ძირთადად ინგლისური მიმართულება მაინტერესებდა და მაქსიმალური ინფორმაცია მომაწოდეს. ასევე დამპირდნენ, რომ  გადმომიგზავნიან დეტალურ ინფორმაციას და გადაწყვეტლებასაც ამის შემდეგ მივიღებ -განაცხადა გამოფენის სტუმარმა მეგი ბარათაშვილმა EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

„ხელოვნებათმცოდნეობაზე ვსწავლობ, მაგრამ ჩემთვის საინტერესო იყო მენეჯმენტის მიმართულების სპეციალობები და კარგია, რომ არჩევანი არის. ძალიან მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ განათლების მიღება, ამიტომ, ყველა შემოთავაზებულ პროგრამას გავეცნობი. ხელმისაწვდომობის მხრივ რომ ვთქვათ, დაფინანასება მაღალი არ არის. სწავლის და იქ ცხორების საფასური სტუდენტმა უნდა გადაიხადოს, მაგრამ ვინც ინვესტიციას ჩადებს ამ კუთხით, ნამდვილად ღირს“,- გვითხრა კიდევ ერთმა სტუდენტმა ანი ნარსიამ.

ერთ-ერთი სასაწავლებელი, რომელმაც ანის რამდენიმე პროგრამა შესთავაზა  პრაღის უნივერსტეტი იყო.

„ჩვენს უნივერსიტეტს, აკრედიტაცია აქვს ამერიკული უნივერსიტეტებისგან, ამიტომ, თუ სტუდენტი დაამათავრებს ამ სასწავლებლს, მისი დიპლომი იქნება აღიარებული როგორც პრაღისგან, ასევე ამერიკისგან. აქ მოხვედრა სპეცილური გამოცდების შედეგად არის შესაძლებელი. სწავლის საფასურში შედის სტუდენტისთვის საჭირო სახელმძღვანელოები, ცხოვრებისთვის კი მას ცალკე გადახდა დასჭირდება“, – გვითხრა ჩეხეთის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა.

გამოფენაზე უმცროსი ასაკის სტუმრების დიდი ინტერესი საზაფხულო სკოლებმა გამოიწვია. სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციები მოზარდებს მრავლფეროვან პროგრამებს სთავაზობენ. მაგლითად ვიმბლდონის სკოლის საზფხულო ბანაკში მოხვედრა 11-დან 16 წლამდე მოზარდებს შეუძლიათ, ასევე არის 18 წლიდან ზემოთ ასაკის ახალაზრდებისთვის განკუთვნილი პროგრამები.

„wimbledon school of inglish არის ნომერ პირველი სკოლა რეიტინგებში. გარდა იმისა, რომ აქ ინგლისური ისწავლება ძალიან კარაგად, ამასთანავე არის ისეთი აქტივობები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ბავშვმა თავის თავში ახალი ნიჭი აღმოაჩინოს. ასევე ძალიან კარგი პროგრამებია უფროსებისთვისაც, მათ შესაძლებლობა აქვთ სხვადასხვა მიმართულებები აირჩიონ, მაგალითად მედია, იურიდიული ან ბიზნეს ინგლისური და ა.შ. ქართველები ძირითადად ირჩევენ ოთხკვირიან კურსებს. სასწავლო დღეებთნ ერთად არის თავისუფალი დღეებიც, რა დროსაც სტუდეტებს ქვეყნის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება შეუძლიათ“, – უთხრა  wimbledon school of inglish  წარმომადგენელმა ნინა ბახტაძემ  EDU.ARIS.GE– ს.

„საგანმანათლებლო სააგენტო  UK Bridge მუშაობს განათლების მაღალი ხარისხის დამკვიდრებაზე და არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ნოვაციური და სანდო ორგანიზაცია საზღვარგარეთ განათლების მიღების სფეროში. წელს  კომპანია 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. მან 2008 წელიდან დღემდე 3500- ზე მეტი სტუდენტი განათავსა მსოფლიოს წამყვან სკოლებსა და უნივერსიტეტებში ევროპასა და აშშ-ში. ორგანიზაცია  ერთ-ერთი პირველია, რომელმაც საქართველოში  განათლების საერთაშორისო გამოფენების ორგანიზება დაამკვიდრა“, – აცხადებენ ოტგანიზაციაში.

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური