GE

„4-დან 11 მაისის ჩათვლით დაწესებული უქმე დღეები სკოლებსა და უნივერსიტეტებსაც შეეხებათ“ – განმარტება სამთავრობო ხაზისგან

საქართველოს მასშტაბით 4-11 მაისი უქმე დღეებად ცხადდება. აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის ფონზე შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. გადაწყვეტილება როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორსაც ეხება.

როგორც EDU.ARIS.GE-ს ერთიან სამთავრობო ხაზზე განუცხადეს, უქმე დღეების განმავლობაში დაისვენებენ სკოლები და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებიც.

„მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებიც და უნივერსიტეტებიც 4-დან 11 მაისის ჩათვლით დაისვენებენ, იმ შემთხვევაში თუკი რაიმე სხვა დირექტივა არ ექნებათ“, – განუცხადეს EDU.ARIS.GE-ს ერთიან სამთავრობო ხაზზე.

უქმეა 12 მაისიც, ვინაიდან ერთი მხრივ, არის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე და ასევე, 12 მაისი საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ დადგინდა და ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა. შესაბამისად, სკოლები და უმაღლესები სასწავლო პროცესს 13 მაისს, ხუთშაბათ დღეს დაუბრუნდებიან.

„ვეცდებით დიდხანს შევინარჩუნოთ“ – თამარ გაბუნია სკოლებისა და ბაღების დახურვაზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური