GE

5 საგანმანათლებლო ვიდეო საშობაო განწყობით, რომლებიც მოსწავლეებს აუცილებლად უნდა შესთავაზოთ

საშობაო არდადეგები მხოლოდ დასვენების, შევეულების დრო არაა, ესაა ცხოვრების ახალ წესზე გადაწყობის, სადღესასწაულო სიმღერების, სახლის გალამაზების დრო. ახალი წლის სიყვარულის მთავარი მიზეზი საჩუქრები კი არა, ის განწყობაა, რომელსაც თავად ვიქმნით, ამის მიღება კი საახალწლო ფილმებიდან თუ ვიდეოებიდანაც შეგვიძლია. მოსწავლეებისთვის ამას შემეცნებითი მნიშვნელობაც აქვს. ისინი სხვადასხვა ქვეყნების ტრადიციებს, ეცნობიან, უყურებენ, უჩნდებათ ამაზე საუბრისა და განხილვის სურვილიც.

გთავაზობთ 5 საგანმანათლებლო ფილმს, რომელთა ყურებაც შეგიძლიათ, მოსწავლეებს დაავალოთ და შესაბამისი დავალებებიც მისცეთ:

Arthur’s Perfect Christmas

ანიმაციური ფილმი განკუთვნილია დაბალი კლასის მოსწავლეებისთვის, თუმცა ქართულად ნათარგმნი არაა. მათ ინგლისური სუბტიტრებით ყურება შეუძლიათ. დაავალეთ ამოწერონ უცხო სიტყვები, უყურონ ფილმს და უპასუხონ შემდეგ კითხვებს:

როგორ ზეიმობენ პერსონაჟები დღესასწაულს და რით განსხვავდება მათი ტრადიციები?
რატომ ჩხუბობენ მუფი და ფრანცინი?
როგორ ფირობთ, რა არის ფილმის მორალი?

ფილმის პერსონაჟს , ბუსტერს სურვილი აქვს შექმნას საკუთარი არდადეგები, რომელიც რადიკალურად განსხვავებული იქნება საშობაოსგან. დაავალეთ მოსწავლეებს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად იფიქრონ იგივეზე და შექმნან თავიანთი „საზეიმო არდადეგების“ გეგმა.

Modern Family: Undeck the Halls

ფილმი თინეიჯერებისთვისაა განკუთვნილი და ტიპური ამერიკული ოჯახის საახალწლო ტრადიციებზე გვიამბობს. მოსწავლეებს შეგიძლიათ ჰკითხოთ:

არის თუ არა წესი, რომლის გადმოღებასაც ისურვებდით?

რა განსხვავებაა კოლუმბიისა და აშშ-ის სადღესასწაულო ტრადიციებს შორის?
თქვენი აზრით, რას მიაღწია ფილმა ნაძვის ხის აღებით?

ფილმის ყურების შემდეგ, დაავალეთ მოსწავლეებს, დაწერონ თავისუფალი თემა საყვარელი ტრადიციის ან იდეალური არდადეგების შესახებ. როგორია მათი ტრადიციები, რისი  კეთება უყვართ და რას ისურვებდნენ. ასევე, დაავალეთ, ფილმების მეშვეობით მოიძიონ ინფორმაცია რამდენიმე ქვეყნის საშობაო ტრადიციების შესახებ.

“Friends: The One with the Holiday Armadillo”

გინდ დაიჯერეთ, გინდ – არა, ამერიკული შოუ „მეგობრები“ ინგლისური ენის კარგი მასწავლებელია, თუმცა მისი მოძებნა ქართულადაც შეგიძლიათ. საახალწლო ეპიზოდში ნაჩვენებია განსხვავება ტრადიციუალ შობასა და ებრაულ ჰანუკას შორის.
ამის ყურებას შემდეგ მოსწავლეებს შეეძლებათ უპასუხონ კითხვებს:

რისი ეშინიათ ჯოის და რეიჩელს?
რატომ იცვამს როუსი არმადილოს ჯავშანს?
რატომარ შეუძლია პოუბს და რეიჩელს ერთად ცხოვრება?

“The Simpsons: Roasting on an Open Fire”

სიმფსონების ცხოვრების ეს ეპიზოდი არ უნდა გამოგვრჩეს. აქ ნაჩვენებია თუ როგორ აღნიშნავენ შობას გერმანიაში, იაპონიასა და სამხრეთის ზღვებში.

სერიის დასაწყისში ლიზა და ბარტი წერილს წერენ სანტას. დაავალეთ თქვენს მოსწავლეებს იგივეს გაკეთება.

Santa Buddies: The Legend of Santa Paws

ანიმაციური ფილმი ბავშვებს ასწავლის თუ რამდენიად მნიშვნელოვანი და ამავე დროს, რთულია თანაგრძნობის გამოხატვა. მოვლენების ეპიცენტრში პუპი პოუა, რომელმაც შობის რწმენა დაკარგა და სურს,მთლიანად გააქროს ეს არდადეგებიც. სანტა კი ცდილობს დაუბრუნოს მას შობის ხალისი.

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური