GE

5 წელში სტატუსი 15 633 სტუდენტს შეუწყდა

განათლებაზე ხელმისაწვდომის გაზრდა მოწინავე ადგილზეა იმ მოთხოვნებს შორის, რომლებსაც არასამთავრობო სექტორის ნაწილი სახელმწიფოს უყენებს. საუბარი არ წყდება იმის შესახებ, რომ ეკონომიკური პრობლემების გამო, ახალგაზრდების ნაწილი ან საერთოდ ვერ ახერხებს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგარძელებას, ან პროგრამის დახურვამდე იძულებულია სწავლა შეწყვიტოს.

EDU.ARIS.GE-ს მიერ გამოთხოვილი ოფიციალური მონაცემებით, 2012 წლიდან 2017 წლის 16 მარტის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით სტუდენტის სტატუსი 15 633 ახალგაზრდას შეუწყდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ამბობენ, რომ სტატუსის შეწყვეტის მიზეზი ყოველთვის აკადემიური დავალიანება არ არის.

untitled 114

სამინისტროს განმარტებით, წარმოდგენილ ცხრილში მითითებული სტატუსის შეწყვეტის სხვა მიზეზი შეიძლება უკავშირდებოდეს სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5-წლიანი ვადის გასვლას, ასევე, პირის გარდაცვალებას.

unnamed (4)მოწოდებული მონაცემების პასუხად, „აუდიტორია 115“-ის წევრი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ დიდწილად, დისციპლინური პასუხისმგებლობისა თუ პირადი განცხადების საფუძველზე სწავლას ის სტუდენტები წყვეტენ, ვისაც ეკონომიკური პრობლემები აქვთ.

„მსგავს ვითარებაში ხშირად ვხვდებით ორ უკიდურესობას: ერთ შემთხვევაში სტუდნეტს საერთოდ არ აქვს შესაძლებლობა და არც ანაზღაურებადი სამუშაო სწავლის საფასურის დასაფარად; მეორე უკიდურესობაში კი, ტუდენტები ახერხებენ დასაქმდნენ ანაზღაურებად სამუშაოზე. ძირითადად, ეს არის მომსახურების სფერო, კონსულტანტებად, მიმტანებად და ა.შ. ისინი მუშაობენ ზეგანაკვეთურად დღე-ღამის განმავლობაში. რის შემდეგაც, ვერ ახერხებენ სწავლის გაგრძელებას დროის უქონლობის გამო, ან აგრძელებენ და მათი სწავლის ხარისხი ბევრად ეცემა და შესაძლოა, დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს“, – ამბობს კუპრაძე.

მის მოსაზრებას იზიარებს „ახალგაზრდა სოციალისტების“ თავმდჯომარე სალომე ადამია. სალომე ფიქრობს, რომ ქვეყანაში არ არის ხელსაყრელი პირობები იმისთვის, რომ ახალგაზრდამ პიროვნულ განვითარებაზე იფიქროს.

unnamed (5)„სტუდენტებს სხვა მრავალ საჭიროებაზე უწევთ ფიქრი, მაგალითად, საცხოვრისზე, რადგან არ არსებობს საერთო საცხოვრებლები ან თუ არსებობს, სავალალო მდგომარეობაშია, ამიტომ ხშირად თავის გადასარჩენად სტუდენტებს დაბალანაზღაურებად სამსახურში მუშაობა უწევთ, ისინი რთულ შრომით პირობებსა და სრულ განაკვეთს თანხმდებიან, რაც თავის მხრივ სწავლის პროცესს შეუძლებელს ხდის. ხშირად ამ პრობლემების ერთობლიობა იწვევს სწავლის პროცესის შეწყვეტას“, – გვითხრა სალომე ადამიამ.

არასამთავრობო სექტორის ნაწილი ფიქრობს, რომ განათლების მიღების უფლება ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომლით სარგებლობისთვისაც სახელმწიფომ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასური ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას უნდა მოარგოს.

სამუშაო ბაზარი და სტუდენტის ინტერესები

განათლება ქართულად – სწავლაში ჩადებული ინვესტიცია, თუ ფუჭად დახარჯული თანხები?!

მოამზადა გვანცა დოლუაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური