GE

5 წიგნი მოსწავლეებს, რომლებიც მწერლობაზე ოცნებობენ

უფროსი თაობის წარმომადგენლები ხშირად სიამაყე შერეული სინანულით ამბობენ, რომ თვითონ უფრო წიგნიერები არიან, ვიდრე მომავალი თაობა და დღეს მოზარდები “კომპიუტერებში არიან შემძვრალნი“. დროა ვაღიაროთ, რომ ასე გადაჭრით თქმა უსამართლობაა, რადგან ახალი თაობის დიდ ნაწილს უყვარს წიგნების კითხვა და ბევრ მათგანს კითხვაზე მეტად წერაც იზიდავს. მთავარია, არ დაავიწყდეთ, რომ კარგ მწერლად გახდომამდე კარგ მკითხველებად უნდა იქცნენ. მოსწავლეებისთვის წიგნების შერჩევა კი მარტივი არაა, მით უფრო, თუ ბავშვი თავადვე ოცნებობს მწერლობაზე.

EDU.ARIS.GE-მ დახმარებისთვის მწერალს, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს გიორგი კეკელიძეს მიმართა და სთხოვა, ის 5 წიგნი დაესახელებინა, რომლებსაც წერის მოყვარულ ბავშვებს ურჩევდა:

„მაღალკლასელებს პირველ რიგში ვურჩევდი „ვეფხისტყაოსანს“. ის ყველაზე უფრო ზუსტი წიგნია იმაზე, თუ რას ნიშნავს ადამიანი ქართულ კონტექსტში, ამ სიტყვის ძალიან ზოგადი და მასშტაბური გაგებით.

ვურჩევდი „ალუდა ქეთელაურს“, როგორც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებს ადამიანობაზე, სიყვარულსა და სიმართლის ძებნაზე.

მარკ ტვენის „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“ არის ერთგვარი ბეწვის ხიდი მარტივსა და ღრმა ლიტერატურას შორის და ის უთუოდ იმსახურებს ყურადღებას..

ბავშვებს, რომლებსაც წერა უყვართ, სტრუქტურის რაობას კარგად დაანახებს  ჯონ სტეინბეკის „ამბავი თაგვთა და კაცთა“   და მომავალ მწერლებს აუცილებლად ვურჩევდი ოთარ ჭილაძის რომანებს.

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური