GE

6-დან 16 წლის ასაკის მოსწავლეებს დანიის სკოლებში ემპათიის სავალდებულო გაკვეთილებს უტარებენ

გაერთიანებული ერების ანგარიშის მიხედვით, დანია ბოლო 7 წლის განმავლობაში ყველაზე ბედნიერეი ერების სამეულშია. როგორ ფიქრობთ, რა არის მათი საიდუმლო?

წიგნში „დანიური აღზრდის გზა“ , რომლის ავტორები დანიელი ფსიქოთერაპევტი, განმანათლებელი იბენ სანდალი და ამერიკელი ფსიქოლოგი ჯესიკა ალექსანდრე არიან, ამ ერის ბედნიერების საიდუმლოა ამოხსნილი.

როგორც ჩანს, ეს ყველაფერი მათი აღზრდის მეთოდებთანაა დაკავშრებული და ეს გამეორებად ციკლს ქმნის: დანიელი მშობლები ზრდიან ბედნიერ შვილებს, რომლებიც კვლავ ბედნიერ თაობას აღზრდიან.

1993 წლიდან დანიის სკოლებში სავალდებულო საგნად იქცა თანაგრძნობის გაკვეთილები. 6-დან 16 წლამდე ასაკის მოსწავლეები კვირაში ერთ საათს ემპათიის გაკვეთილებს უთმობენ, რაც ბავშვებს ერთმანეთთან ურთიერთობის გამყარებასა და ბულინგის აცილებაში ეხმარება. გაკვეთილზე ბავშვები პირად თუ სკოლასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობენ, რის შემდეგაც კლასი და მასწავლებელი მისი გადაჭრის გზების ძიებას იწყებენ. პროგრამის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ბავშვებმა არ განიკითხონ ერთმანეთი, მათ პატივი უნდა სცენ ერთმანეთის ემოციებსა და ტკივილებს. საბოლოოდ, მათი სკოლა კომფორტულია მათთვის და მშვიდი, მეგობრული ატმოსფერო სუფევს.

ევოლუციური თვალსაზრისით, თანაგრძნობა მნიშვნელოვანი იმპულსია, რომლებიც ადამიანებს ერთმანეთის გადარჩენაში ეხმარებათ. მიზნების მისაღწევად მხარდაჭერა ყველას სჭირდება.  ის ხელს უწყობს ლიდერების, მეწარმეების, მენეჯერების ზრდას, რადგან ემპათიით სავსე თინეიჯერები უფრო მეტად არიან მიზნებზე ორიენტირებულნი.

იბენ სანდელი განმარტავს, რომ ამ გზით ბავშვები საზოგადოების სრულფასოვან ნაწილად თვლიან თავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან „როცა გაღიარებენ, ხდები პიროვნება“. მათ არ ეშინიათ საუბრის, რადგან არ ეშინიათ დაცინვის.

დანიის მერის ფონდი ყოველთვის უწყობს ხელს სკოლებში ემპათიის სწავლების პროგრამას. მთელ ქვეყანაში სკოლაში ძალადობისა და ჩაგვრის ( ბულინგის) საწინააღმდეგო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს. 3 – 8 წლის ბავშვები თავისუფლად საუბრობენ ცემის ფაქტების შესახებ და სწავლობენ ერთმანეთის პატივისცემას. პროგრამა დადებითად მოქმედებს მოსწავლეთა 98%-ზე.

წიგნის ავტორებმა ასევე დაადგინეს, რომ დანიელები თანაგრძნობას ორი გზით სწავლობენ – გუნდური მუშაობა, რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ და უნარების გაუმჯობესებაზე მუშაობა ( ყველა მათგანს ხომ სხვადასხვა რაიმეს ნიჭი აქვს). დანიელები დიდ ადგილს უთმობენ ბავშვების თავისუფალ თამაშს.

ამ ყველაფრისთვის ბავშვები არ იღებენ ჯილდოებს. ეს მხოლოდ მოსწავლეთა განვითარებისა და მოტივაციისთვის კეთდება.

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

წყარო: healthyfoodhouse

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური