6 პედაგოგს მასწავლებლის უმაღლესი სტატუსი მიენიჭა

კადეტთა სამხედრო ლიცეუმის 6 პედაგოგს მასწავლებლის უმაღლესი სტატუსის – „მენტორის“ დამადასტურებელი სერტიფიკატები და ლიცეუმის მიერ სპეციალურად დამზადებული სამკერდე ნიშნები „მენტორი მასწავლებელი“ გადაეცა.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორის, პოლკოვნიკ მალხაზ გოლეთიანის წარდგინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ 6 მასწავლებელი განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მოღვაწეობის გამო შეარჩია. ლიცეუმის არსებობის მანძილზე ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა, როცა პედაგოგს მასწავლებლის უმაღლესი სტატუსი – „მენტორი“ მიენიჭა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე, დავით ჭიჭინაძე, გიორგი ხაინდრავა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში დღეს იმყოფებოდნენ. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ლიცეუმში სტუმრობა მასწავლებლების დაჯილდოებით დაიწყეს.
ასევე იხილეთ:
-
სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის დასაფინანსებლად, განცხადებების მიღება დაიწყო – დეტალები by მასმედია
-
იცვლება პირველადი რეგისტრაციის ვადები ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურე დაწესებულებებისთვის by მასმედია
-
10 ნოემბერს მეცნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნება by მასმედია