GE

60-კრედიტიან პროგრამაზე გრანტით დასაფინანსებელ პედაგოგთა რაოდენობა უმაღლესების მიხედვით – სია

საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე 2018-2019 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვრა 1,498,500 ლარის ოდენობით.

აღნიშნულის გათვალისწინებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე დასაფინანსებელ პირთა რაოდენობები შემდეგნაირად განაწილდა:

  • სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 80 ადგილი
  • სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – 120 ადგილი
  • სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი –100 ადგილი
  • სსიპ – ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 50 ადგილი
  • სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 25 ადგილი
  • სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 30 ადგილი
  • სსიპ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 25 ადგილი
  • შპს – საქართველოს უნივერსიტეტი – 15 ადგილი
  • სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 70 ადგილი
  • შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი – 15 ადგილი
  • შპს – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი – 10 ადგილი
  • სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია – 5 ადგილი
  • შპს – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი – 5 ადგილი
  • სსიპ – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი – 5 ადგილი
  • შპს – თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი – 16 ადგილი
  • ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი – 20 ადგილი
  • სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი – 20 ადგილი
  • ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი – 30 ადგილი
  • შპს – ევროპის უნივერსიტეტი – 25 ადგილი

ჯამში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 60-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე გრანტირებული პირებისთვის 666 ადგილია გამოყოფილი.

იხილეთ მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ პირთათვის 2018-19 წლისთვის გრანტის ოდენობები განისაზღვრა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური