GE

64 დარღვევა განათლებისა და მეცნიერების ქალაქში აშენებულ „მეგა სკოლაში“

თბილისში, განათლებისა და მეცნიერების ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე სკოლის ყოფილი დირექტორი, მაია გრიგოლია, ახლადაგებული შენობის ინსპექტირებისას გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს.

მისი თქმით, დარღვევები სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომლის საფუძველზეც შესაძლოა 186-ე საჯარო სკოლის შენობა ე.წ მეგა სკოლა, მოსწავლეებისთვის საფრთხისშემცველი იყოს. მაია გრიგოლიამ ინფორმაცია სოციალურ ქსელში 30 ივნისს გამოაქვეყნა.

„ეს ის 64 დარღვევაა, რაც თავად განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ დაადასტურა.

ჩემი სამუშაო ბლოკნოტი სხვა დარღვევებსაც ინახავს, რომლებიც არანაკლებ საყურადღებო და სახიფათოა.

  1. A ბლოკის ფასადის კედლები დაბზარულია. (დანართი N1)
  2. A ბლოკის კომპიუტერების ოთახში ჩამოდის წყალი.
  3. A ბლოკის ფანჯრები დამონტაჟებულია არასწორად რაც აზიანებს ჭერებს.
  4. A ბლოკის კარ-ფანჯრების საკეტები არ მუშაობს.
  5. A ბლოკის იზოალუმინის ფანჯრებზე არასწორადაა დამონტაჟებული საფარდეები რაც აზიანებს ფანჯრის ფერდობებს.
  6. A ბლოკის სამღებრო სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ. (დანართი N2)
  7. A ბლოკის სან-კვანძებში კაფელის და მეტლახის ფილების მოწყობის სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ. (დანართი N3)
  8. A ბლოკის ამსტრონგის ფილები და მისი სამაგრები დამონტაჟებულია უხარისხოდ.(დანართი N4)
  9. B ბლოკის ფასადის კედლები დაბზარულია.
  10. B ბლოკის ფასადის კედლებიდან ჩამოვარდნილია ნალესი. (დანართი N5)
  11. B ბლოკში ჩამოდის წყალი.
  12. B ბლოკის სამღებრო სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ.
  13. B ბლოკის სან-კვანძებში კაფელის და მეტლახის ფილების მოწყობის სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ.
  14. B ბლოკის კარ-ფანჯრების საკეტები არ მუშაობს.
  15. B ბლოკის ამსტრონგის ფილები და მისი სამაგრები დამონტაჟებულია უხარისხოდ.
  16. C ბლოკის შესასვლელთან დაზიანებულია ასფალტის საფარი. (დანართი N6)
  17. C ბლოკის შესასვლელიდან A ბლოკის მხარეს ჩასასვლელ კიბეს გამოცლილი აქვს ძირი და ჩავარდნილია საფეხურები, ასევე დაზიანებულია მოაჯირი. (დანართი N7; N8)
  18. C ბლოკის შესასვლელთან დაზიანებულია ბორდიულები და გამოცლილი აქვს ძირი. (დანართი N9)
  19. C ბლოკის წინაფრის მარცხენა საყრდენის ძირი დაზიანებულია. (დანართი N10)
  20. C ბლოკთან ჩამოტეხილია კიბის საფეხური. (დანართი N11)
  21. C ბლოკთან წყალსაწრეტი მილიდან ჩამოსულ წყალს არ აქვს გასასვლელი და წყალი ჩაიჟონება პანდუსის და შენობის საძირკველში. (დანართი N12)
  22. C ბლოკის შესასვლელში, ბიბლიოთეკაში და მესამე სართულის საკონფერენციო დარბაზის სანკვანძებში ჩამოდის წყალი, რის შედეგადაც დაზიანებულია ამსტრონგის ფილები. (დანართი N13; N44)
  23. C ბლოკის სავენტილაციო შახტების ქუდები დაზიანებულია რაც იწვევს შენობაში ქარის შემოსვლას და ამსტრონგის ფილების მოძრაობას.
  24. C ბლოკის კარ-ფანჯრების საკეტები არ მუშაობს.
  25. C ბლოკის სპორტდარბაზის საშხაპეებში იატაკს არ აქვს დახრები ტრაპების მიმართულებით და წყალი იჟონება დერეფნის იატაკზე. (დანართი N14)
  26. C ბლოკის ფანკოილების საკონტროლო ხუფები შესაღებია. (დანართი N15)
  27. C ბლოკის შიდა კედელი დაბზარულია. (დანართი N16; N53)
  28. C ბლოკის მესამე სართულზე საკონფერენციო დარბაზის სავენტილაციო მილები არ ფუნქციონირებს რადგან არ არის სადენები მიყვანილი ძრავებამდე. (დანართი N17)
  29. C ბლოკის უკანა შემოსასვლელის სახურავზე ჩამოვარდნილი და დაზიანებულია წყალსაწრეტი მილები. (დანართი N18)
  30. C ბლოკის კარ-ფანჯრების საკეტები არ მუშაობს.
  31. C ბლოკის იზოალუმინის ფანჯრებზე არასწორადაა დამონტაჟებული საფარდეები რაც აზიანებს ფანჯრის ფერდობებს. (დანართი N19)
  32. C ბლოკის სან-კვანძებში დაზიანებულია კაფელის ფილები, ზოგგან საერთოდ არაა დაფუგული. (დანართი N20)
  33. C ბლოკის ამსტრონგის ფილები და მისი სამაგრები დამონტაჟებულია უხარისხოდ.
  34. D ბლოკის შესასვლელთან დაზიანებულია ასფალტის საფარი. (დანართი N21)
  35. D ბლოკის შესასვლელთან ჩამოვარდნილია გიფსოკარდონის ფილები დადაზიანებულია ფასადის იზოალუმინის ვიტრაჟთან გადაბმის ადგილები. (დანართიN22; N23)
  36. D ბლოკის დირექციის ოთახში დაზიანებულია ვინილის იატაკიები. (დანართი N24)
  37. D ბლოკთან თაღის საძირკვლის ქვეშ დამჯდარია გრუნტი და ბეტონის სარინელი არის ჰაერში. (დანართი N25; N57)
  38. D ბლოკის ფასადის კედლებს აქვს ჰორიზონტალური და ვერტიკალური ბზარები. (დანართი N26; N52)
  39. D ბლოკის გადახურვის სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ, სააქტო დარბაზში ჩამოდის წყალი და დაზიანებულია კედლები შიგნიდან, ასევე ფარდები და იატაკი.(დანართი N27; N28)
  40. D ბლოკის სახურავზე არსებული ჩილერის ავტომატი ცხელდება და იწვევს ავარიულ გამორთვას.
  41. D ბლოკის სამღებრო სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ.
  42. D ბლოკის სან-კვანძებში კაფელის და მეტლახის ფილების მოწყობის სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ. (დანართი N50)
  43. D ბლოკის კარ-ფანჯრების საკეტები არ მუშაობს.
  44. D ბლოკის ამსტრონგის ფილები და მისი სამაგრები დამონტაჟებულია უხარისხოდ.
  45. E ბლოკის კარ-ფანჯრების საკეტები არ მუშაობს.
  46. E ბლოკში ფასადის კედლებიდან შემოდის წყალი. (დანართი N29; N30)
  47. E ბლოკის იზოალუმინის ფანჯრებზე არასწორადაა დამონტაჟებული საფარდეები რაც აზიანებს ფანჯრის ფერდობებს. (დანართი N31)
  48. F ბლოკის სასადილოში ჩამოდის წყალი. (დანართი N32)
  49. F ბლოკის სავენტილაციო შახტიდან ჩამოდის წყალი დიდი რაოდენობით.
  50. F ბლოკში სახანძრო სისტემის ფარს არ აქვს დამიწება, გაუმართავია სახანძრო უსაფრთხოების სისტემა. (დანართი N33)
  51. F ბლოკის ფასადის კედლები დაბზარულია. (დანართი N34; N55; N56)
  52. F ბლოკთან მისასვლელი ბეტონის სარინელის ქვეშ დამჯდარია გრუნტი და ბეტონის სარინელი არის ჰაერში. (დანართი N35)
  53. F ბლოკში შესასვლელი კიბის ქვეშ დამჯდარია გრუნტი და კიბე არის ჰაერში. (დანართი N36; N37)
  54. G ბლოკში ჩამოდის წყალი რაც აზიანებს კედლებს და იატაკს. (დანართი N38)
  55. G ბლოკის შიდა კედლები დაბზარულია. (დანართი N39; N51; N52)
  56. H ბლოკში ჩამოდის წყალი რაც აზიანებს კედლებს და იატაკს.
  57. H ბლოკის შიდა კედლები დაბზარულია. (დანართი N40)
  58. I ბლოკში ჩამოდის წყალი.
  59. I ბლოკის სპორტულ დარბაზში დაზიანებულია ვინილის იატაკი. (დანართი N41)
  60. I ბლოკის საევაკუაციო კარიდან შემოდის წყალი და ზიანდება ვინილის იატაკი.(დანართი N42)
  61. საქვაბეში წყალი გასდის ცივი წყლის წნევის დამგდებს.
  62. არ ფუნქციონირებს საქვაბესთან არსებული სანიაღვრე ჭები და წვიმის დროს ხდება წყლის დაგუბება.
  63. შიდა კარის საკეტები დამონტაჟებულია უხარისხოდ და ხშირად გამოდის მწყობრიდან, რის გამოც დირექტორის მონაყოლით ბევრჯერ ჩაიკეტა მოსწავლე. (დანართი N43)
  64. შენობების ირგვლივ, უმეტეს ნაწილში დაზიანებულია სარინელი და ბაზალტისფილები. (დანართი N45; N46; N47; N48)“-წერს მაია გრიგოლია.

ქ.თბილისის 186-ე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი თანამდებობიდან 2020 წლის სექტემბერში გაათავისუფლეს და მაშინ მიზეზად სკოლის მშენებლობის პროცესში გამოვლენილ ხარვეზები სახელდებოდა. თავად დირექტორი კი აცხადებს, რომ ის ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობაში მოსწავლეების შეყვანაზე უარს ამბობდა და გათავისუფლების  მიზეზიც ეს გახდა.

თბილისის 186-ე საჯარო სკოლის ახალი შენობა რამდენიმე წლის წინ, მთავრობის მიერ დაანონსებულ ე.წ განათლების და მეცნიერების ქალაქის ტერიტორიაზე აშენდა და ბიუჯეტიდან 20 მილიონამდე თანხა დაიხარჯა. სახელმწიფო ასევე სოლიდურ თანხებს ხარჯავს ტერიტორიის დაცვაზეც.  

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 186-ე საჯარო სკოლაში 2515 მოსწავლეა აღრიცხული და მათ განათლებაზე 139 პედაგოგი ზრუნავს. 2021-2022 სასწავლო წლისთვის დაწესებულებამ 579 პირველკლასელი მიიღო და სსმ მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ადგილების ჩათვლით, ამჟამად 8 ვაკანტური ადგილი აქვს.

ამავე თემაზე:

რა ეტაპზეა დიღომში კომაროვის სკოლის ფილიალისა და ,,განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ მშენებლობის პროცესი

კომაროვის 350 ბავშვზე გათვლილი ახალი სკოლის ასაშენებლად 11 მილიონი ლარი დაიხარჯება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური