GE

7 ფსიქოლოგიური მიდგომა მშობლებისთვის, რომელთაც ჰგონიათ, რომ შვილებს მათი არ ესმით

ბავშვები მშობლის თხოვნას პირველივე ჯერიდან იშვიათად ასრულებენ. მათ ასევე უჭირთ ნათესავების დარიგების მოსმენა და გაგება. საქმე ისაა, რომ ბავშვების ყურადღება განსხვავებულად მუშაობს. სწორედ ამიტომ, მშობლებს თავიანთ სიტყვებზე შვილების კონცენტრირება უჭირთ. თუმცა არსებობს რამდენიმე გამოცდილი მეთოდი, რომელიც მშობლებს ამ პრობლემასთან გამკლავებაში დაეხმარება.

გთავაზობთ ფსიქოლოგების მიერ გამოცდილ მეთოდებს. ისინი გვიზიარებენ თუ, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ შვილს მისი ესმოდეს და ნათქვამზე რეაგირებდეს.

გამოიყენეთ სახელი

  • გაასეირნე ძაღლი! მე რა კედელს ველაპარაეკბი?!
  • გიო …
  • რა?
  • ძაღლი გაასეირნე რა …

ნებისმიერი ადამიანისთვის მისი სახელი ყურადღების აქტივაციის უნიკალურ გასაღებს წარმოადგენს. ამიტომ თხოვნის წარმოთქმამდე, მიმართეთ ბავშვს სახელით და დარწმუნდით, რომ ის თავის საქმეს მოწყდა და ყურადღება თქვენ მოგაქციათ.

ხანდახან შეიძლება სასაცილო იყოთ

  • რამდენჯერ უნდა გთხოვო ამ უჯრის დალაგება?
  • კამბარა! დაალაგე ამ სუნდუკში!

ბავშვები იმათზე გიჟდებიან, ვისაც მათი გაცინება შეუძლია. ამიტომ, იმისათვის, რომ თხოვნამ ბავშვში ქვეცნობიერი უარყოფა არ გამოიწვიოს, სცადეთ მისი აქცენტით ან სიმღერით წარმოთქმა. რა თქმა უნდა, ეს მეთოდი ხშირად არ უნდა გამოიყენოთ. თქვენ ბავშვის თვალში კლოუნი არ უნდა გახდეთ.

მოხსენით საკუთარ თავს პასუხისმგებლობები იმ სფეროში, რომელშიც შესაძლებელია

  • ხომ გთხოვე ბოლო მომენტში არ მომზადებულიყავი! ახლა ისევ დავიგვიანებთ, სანამ შენ მოწესრიგდები!
  • მე გაგაფრთხილე, რომ 08:30-ზე უნდა გავსულიყავით. ახლა შენ ასე მოგიწევს წამოსვლა.

ფსიქოლოგების მტკიცებით, სულაც არ არის აუცილებელი რომ მშობელმა შვილს თავისი თხოვნა რამოდენიმეჯერ გაუმეორეოს. თუ ერთმა გაფრთხილებამ არ გაჭრა, შესრულებული ან შეუსრულებელი ამოცანის პასუხისმგებლობა მთლიანად ბავშვის მხრებზე უნდა გადავიდეს. რჩევა აქტუალურია იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი საკუთარ თავზე შეიგრძნობს თავისი დამოურჩილებლობის შედეგებს. ხოლო თუ ბავშვის ხასიათის გამო, თქვენ თვითონ მოგიწევთ ყველაფრის გაკეთება, მაშინ ფსიქოლოგები ამ მეთოდის გამოყენებას არ გირჩევენ.

ყურადღება გაამახვილეთ არა იმაზე რაზეც შიშობთ, არამედ იმაზე, რისი მიღწევაც გსურთ

  • არ გასვარო ჩანთა!
  • გთხოვ, გაიკეთე ჩანთა, რომ არ გასვარო.

სპეციალისტების თქმით, ბავშვი ბევრად უფრო სწრაფად იგებს თხოვნას, თუ მისგან მაშინვე არის გასაგები, თუ რა უნდა გააკეთოს მან. ამიტომ აბსტრაქტული თხოვნის ნაცვლად („არა“-ს შემცველი), მაგალითად: „არ დაგივარდეს“, „არ დაეცე“, „არ დაამსხვრიო“ მოახდინეთ თხოვნა-ქმედების ფორმულირება, მაგალითად: „უფრო მაგრად დაიჭირე“, „შეიკარი თასმა, რომ არ წაიქცე“, „ბურთით ფანჯრიდან მოშორებით ითამაშე“.

ცრუ ფაქტებს თავი მოარიდეთ

ადრე:

  • წავიდეთ კაფეში?
  • რას ამბობ? მათი საკვები ხომ ტვინს ადნობს?!

შემდეგ:

  • კი მაგრამ ეს საკვები ხომ სახიფათოა!
  • აჰა, ისიც თქვი, რომ ის ტვინს ადნობს!

მშობლები თავიანთ შვილებთან „უფროსის“ პოზიციიდან ურთიერთობენ და ხშირად ხაზს იმას უსვამენ, რომ მათ მეტი გამოცდილება აქვთ და ისინი უფრო ჭკვიანები არიან. ამგვარი ქცევიდან ჩნდება ცრუ ფაქტები, რომელთაც ბავშვების სტიმულირება მხოლოდ მანამ შეუძლიათ, სანამ ისინი არ გაიგებენ რომ ეს არ არის სიმართლე.

მაგალითად, თუ თქვენ ეუბნებით ბავშვს, რომ მას „ბუა’’ წაიყვანს თუ ის თავის დროზე არ დაიძინებს, ეს მხოლოდ იმ დრომდე იმუშავებს, სანამ ბავშვი მიხვდება, რომ არანაირი „ბუა“ არ არსებობს. სხვათა შორის, თქვენი ავტორიტეტი მის თვალში მხოლოდ ამ მომენტამდე შენარჩუნდება. ამიტომ დაფიქრდით: ღირს კი მისი დაკარგვა პრობლემის დროებით გადაჭრის გულისთვის?

 შეეცადეთ და თქვენი „არა“ ღირებული „კის“ რაოდენობის გაზრდით გახადეთ

  • დღეს მე სპაგეტისგან ნაწნავებს ვწნიდი, ვცადე ქუსლებზე სიარული, დავღეჭე 6 საღეჭი რეზინი ერთად და უზარმაზარი ბუშტი გავბერე…
  • და კიდევ არ მოვეფერე ქუჩის ძაღლს, იმიტომ რომ დედამ მითხრა, რომ ეს საშიშია.

ბავშვისთვის ყველაფრის გაკეთების უფლების მიცემა და ლექსიკონიდან სიტყვა „არას“ ამოღება არალოგიკური და საშიშიც კი შეიძლება იყოს. თუმცა მრავალშვილიანი მშობლების თქმით, ნებისმიერი თქვენი აკრძალვა უფრო ღირებული  ხდება თუ მათი რაოდენობა არ არის დიდი.

მაგალითად რეკომენდირებულია ასეთი თანაფარდობის გამოყენება: 5 „კი“ და 1 „არა“. ამისათვის ბავშვის თხოვნა უნდა შეფასდეს პოზიციიდან: „აქედან რისი ნებართვა შემიძლია, რომ ამან ზიანი არავის მიაყენოს“.

მაგალითად:

  • ,,კი, შენ შეგიძლია გუბეში ჩახტომა.“ (რა კარგია, რომ სარეცხის მანქანა გამოიგონეს.)
  • ,,კი, შენ შეგიძლია ხელები ფლომასტერით მოიხატო.“ (მისი მოშორება რთული არ იქნება.)
  • ,,კი, შენ შეგიძლია სახლში ეს ხოჭო მოიყვანო.“ (ოღონდ დააკვირდით, რომ კონტეინერი მჭიდროდ იყოს დახურული და მწერმა სახლში სასეირნოდ თავის დაღწევა ვერ შეძლოს.)
  • ,,კი, შენ შეგიძლია გადაიღო მილიონი ერთნაირი ფოტო ჩემი ტელეფონით.“ (დავტოვებ დაახლოებით ხუთს, დანარჩენებს კი რამდენიმე წუთში წავშლი.)
  • ,,კი, შენ შეგიძლია რბილ სათამაშოსთან ერთად ბანაობა.“ (შემდეგ მას სარეცხ მანქანაში გავრეცხავ.)
  • ,,არა, შენ არ შეგიძლია მაღაზიიდან ამის აღება ფულის გადახდის გარეშე, ვინაიდან ამით შენ კანონს დაარღვევ და უსიამოვნებას არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ გამყიდველსაც შეუქმნი.“

მოუწყვეთ საკუთარ თავს ,,გულწრფელი აღიარება“ 

  • შენ გგონია, რომ მე ეს მომწონს? იქნებ მეც მინდა დასვენება, მაგრამ ვდგები და ვალაგებ!
  • ბლა-ბლა-ბლა . . .
  • არ მიყვარს დალაგება, მაგრამ როგორც კი დავფიქრდები ბაღლინჯოებსა და მტვერზე, რომელსაც ჩვენ ვსუნთქავთ . . .

ნუთუ თითოეულ ჩვენგანს მოსწონს და უხარია რუტინული საყოფაცხოვრებო საქმეების გაკეთება?! ჩვენ არ ვართ რობოტები და ზოგიერთი რამის გაკეთება ბავშვებივით გვეზარება. მაშინ რატომ გამოვუტყდეთ ჩვენ შვილებს ამაში?

უბრალოდ არ დააყვედროთ მათ, რომ თქვენ შეგიძლიათ საკუთარი თავის დაძალება, მათ კი ჯერ არა. უკეთესია მოუყვეთ მათ, რატომ არის საჭირო და აუციელბელი ამა თუ იმ საქმის გაკეთება.

არ დაგავიწყდეთ, რომ ყველაზე ადრეული წლებიდან ბავშვი თქვენ გბაძავთ. თქვენ ვერ ასწავლით მას სხვისი აზრის პატივისცემას, თუ ეს თვისება თვითონ არ გაგაჩნიათ.

ასე რომ მოისმინეთ მათი გულუბრყვილო მონათხრობი, შეაქეთ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან მიღწევებზე, მოისმინეთ უარის არგუმენტირება და წარმართეთ დიალოგი. მაშინ ბავშვი თქვენ იმავეთი გიპასუხებთ.

როგორ ფიქრობთ, კიდევ რა რჩევის მიცემაა შესაძლებელი მშობლისთვის, რომელიც შვილთან საერთო ენის გამონახვას ცდილობს? თქვენი მოსაზრებები კომენტარებში გაგვიზიარეთ.

მოამზადა თეა ინაშვილმა

წყარო: ADME.RU

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური