GE

70/70 ქულა ისტორიაში – 2019 წლის ერთ-ერთი მაღალრეიტინგული აბიტურიენტი კახეთიდან

მარიამ ბაწელაშვილი ერთ-ერთია (თუ არა ერთადერთი) იმ აბიტურიენტთაგან, ვინც ისტორიის გამოცდაში 70-დან მაქსიმალური 70 ქულა აიღო. როგორც ის EDU.ARIS.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, მიღებული ქულა მისთვის საიამოვნო მოულოდნელობა იყო.

“ტესტის სირთულე ყოველთვის სუბიექტურია, პირადად მე არ მერთულა. საინტერესოდ მეჩვენა ისიც, რომ ტესტი ძირითადად სამსჯელო საკითხებს მოიცავდა და არ მოითხოვდა მხოლოდ შაბლონურ, თეორიულ ცოდნას. სრულ ქულას რაც შეეხება, სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, თუმცა, რეალურად, მხოლოდ მაღალი ქულის მიღება არც ყოფილა ჩემი მთავარი მიზანი – ისტორიას ყოველთვის ინტერესის გამო ვსწავლობდი” – გვითხრა მარიამმა

მან სოფელ ჩუმლაყის სკოლა დაამთავრა და ჩაბარებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართალზე აპირებს.

მარიამი 2019 წლის გამოცდებზე ერთ-ერთი მაღალრეიტინგული აბიტურიენტია რადგან სხვა საგნებშიც თითქმის უმაღლესი ქულები მიიღო – ქართული ენა და ლიტერატურა 68 (70), ზოგადი უნარები 70 (80), უცხო ენა 78 (80) და ისტორია 70 (70).

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური