GE

კსუ-ში დავით კუხალაშვილის საჯარო ლექცია გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, „ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო-კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელის, დავით კუხალაშვილის საჯარო ლექცია გაიმართა, თემაზე: „სადაზვერვო საქმიანობის როლი ეროვნულ უსაფრთხოებასა და საერთაშორისო ურთიერთობებში“.

ლექციაზე მომხსნებელმა საქართველოს უახლესი ისტორიიდან სადაზვერვო შეფერილობის ოპერაციული ქმედებების შესახებ ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა სადაზვერვო სამსახურების როლზე ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის დაგეგმარების საკითხებში. ისაუბრა დაზვერვის სახეებზე, რომელშიც გამოიყო პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო და სამეცნიერო-ტექნიკური დაზვერვები. აღნიშნული საკითხების გარდა, ლექციის თემატიკა მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: სხვადასხვა ქვეყნის სადაზვერვო საქმიანობის ელემენტები; სადაზვერვო სამსახურების მხრიდან ადამიანთა ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნა და მისი გამოყენება; ინფორმაციის მიღების ღია და ფარული საშუალებები; მოპოვებული ინფორმაციის ძირითადი მახასიათებლები (დროულობა, სრულყოფილება, სანდოობა) და სხვ.

ლექციის მეორე ნაწილი კი კითხვა-პასუხის რეჟიმს დაეთმო. სტუდენტები დაზვერვისა და სპეცსამსახურების მუშაობის აქტუალური საკითხებით დაინტერესდნენ, რაზეც მომხსენებლისგან საინტერესო და კომპეტენტური პასუხები მიიღეს.

საჯარო ლექციას სტუდენტები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური