აბიტურიენტები ფაკულტეტების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანას 26 აგვისტოს ჩათვლით შეძლებენ
საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანას 2019 წლის აბიტურიენტები 26 აგვისტოს 18:00 საათამდე შეძლებენ – აღნიშნული ინფორმაცია დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ გაავრცელა.
აბიტურიენტები ამ დრომე ღელავდნენ იმ ფაქტზე, რომ მათ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალში ცვლილების გასაკეთებლად ცოტა დრო ჰქონდა, რადგან დაფინანსებული ფაკულტეტების ჩამონათვალი რეკორდულად გვიან გამოქვეყნდა, ხოლო აპლიკანტებს პრიორიტეტულ ჩამონათვალში ცვლილების შეტანა აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგი დღის 18:00 საათამდე უნდა ჰქონოდათ. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადები გადაწიეს. როგორც საგამოცდო ცენტრში აცხადებენ, ეს ცვლილება არასამუშაო დღეების გამო მოხდა.
“ეს, ალბათ, მოხდა იმიტომ, რომ ხვალ და ზეგ არასამუშაო დღეებია, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება. დღეს, შაბათ-კვირას და 26 აგვისტოს 18:00-საათამდე აბიტურიენტებს შეუძლიათ თავიანთ გვერდს ეწვიონ და იქვე განახორციელონ ეს ცვლილებები და შევახსენებ, რომ აუცილებლად უნდა დააჭიროთ დამახსოვრების ღილაკს, რომ ცვლილება აისახოს”, – აღნიშნავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, მაია გაბუნია EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ პროგრამის არჩევისას აბიტურიენტმა ყურადღება უნდა მიაქციოს:
- აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა (არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ);
- რომელ ქალაქში მიმდინარეობს სწავლა ამ საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით;
- საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობა;
- უმაღლესი სასწავლებლის მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელი გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტი;
- საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასური;
- საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენა;
- გაზრდილია თუ არა უმაღლესი სასწავლებლის მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
ასევე იხილეთ:
აბიტურიენტთა აპელაციის შედეგები და გათანაბრებული ქულები ცნობილია – გამოცდები 2019
2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მინიმალური ზღვარი აბიტურიენტთა დაახლოებით 29% ვერ გადალახა
- დამტკიცდა პროფესიული კოლეჯებისა და კოლეჯის დირექტორის ახალი სტანდარტი by ARIS.GE-განათლება
- როგორია მოსწავლეთა სტატუსის შეჩერების, გარიცხვისა და დონის დაძლევით ამორიცხვის უახლესი სტატისტიკა და სკოლის მიტოვების მიზეზები by ARIS.GE-განათლება
- ქართული ენა ციფრულ ეპოქაში – „მშობლების თაობას არ ესმის, რაზე საუბრობენ შვილები, მოძალებულია ბარბარიზმები!“ by განათლებული ბლოგი