GE

აბიტურიენტების განაცხადების რაოდენობა საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით – გამოცდები 2019

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება ფინალურ ეტაპს მიუახლოვდა. აბიტურიენტებისთვის უკვე ცნობილია გამოცდის პირველადი შედეგები, აპელაციის შედეგები, საგრანტო და გათანაბრებული ქულები საგნების მიხედვით. ასევე ცნობილია რომელ უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხნენ და მოიპოვეს თუ არა გრანტი.

ამ დროისთვის, უკვე გამოქვეყნებულია ინფორმაცია იმ განაცხადების რაოდენობების შესახებ, რომლებიც აბიტურიენტებმა კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამებზე გააკეთეს.

იხილეთ აბიტურიენტების განაცხადების რაოდენობა საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით

ცხრილში მოცემულია რომელი უნივერსიტეტის რომელ საგანმანათლებლო პროგრამაზე რამდენმა აბიტურიენტმა შეაჩერა არჩევანი. ცხრილში ასევე ასახულია პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალში რამდენმა აპლიკანტმა მერამდენე ადგილას მიუთითა ესა თუ ის მიმართულება.

არსებული მონაცემების მიუხედავად, აპლიკანტებისთვის რამდენიმე დეტალი კვლავ უცნობი რჩება. ამ დრომდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს არ გამოუქვეყნებია 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკური ანალიზი საგნების მიხედვით.

აბიტურიენტებისთვის ასევე გაურკვეველია ის ფაქტი, ე.წ. უფასო ფაკულტეტზე მოხვედრის შემთხვევაში, დაუფინანსდებათ თუ არა სწავლა. როგორც ირკვევა, ამ დრომდე მათ არ აქვთ ინფორმაცია რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ მიმართულებებზე ფინანსდება არა ადგილების სრული რაოდენობა, არამედ სრული რაოდენობის რაღაც ნაწილი. EDU.ARIS.GE ამის შესახებ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მიმართულებების გამოქვეყნების დღიდან წერდა.

საგამოცდო ცენტრის ინფორმაციით, წელს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 4777 სტუდენტი. ახლა 2019 წლის აბიტურიენტები გარკვევის პროცესში არიან – მოხვდნენ თუ არა დაფინანსებულთა რიგებში?

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური