GE

აბიტურიენტებისთვის გამოცდების ცენტრი გეოგრაფიაში საცდელ ტესტირებას ჩაატარებს

გეოგრაფიის ტესტის აპრობაცია ჩატარდება 5, 6 და 7 მაისს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მინდელის ქ. №9). მონაწილეობის მსურველებს ელექტრონული ფორმით სასურველ ნაკადში რეგისტრირება შეუძლიათ 25 აპრილიდან.

რეგისტრაცია

  • 5 მაისს (პარასკევს) ორ ნაკადად – 14:00 და 16:30-ზე;
  • 6 მაისს (შაბათს) ორ ნაკადად – 11:00, 13:30, 16:00-ზე;
  • 7 მაისს (კვირას) ორ ნაკადად – 11:00, 13:30-ზე.

ტესტირებაზე დაიშვებიან მხოლოდ რეგისტრირებული აბიტურიენტები. რეგისტრირებული მონაწილე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა გამოცხადდეს აპრობაციის დაწყებამდე 30 წუთით ადრე.

აპრობაციის მონაწილეთა რიცხვი შეზღუდულია. ლიმიტის ამოწურვისას რეგისტრაცია პროგრამულად შეწყდება.

აპრობაციაში მონაწილეობა უფასოა!

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: 2 47 33 33 ან 599 14 52 38.

ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური