GE

განსაკუთრებული შეთავაზებები აბიტურიენტებს გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტისგან

სტუდენტები, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე პრიორიტეტს მიანიჭებენ და ჩაირიცხებიან გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში, ერთი წლის განმავლობაში ისარგებლებენ შიდა დაფინანსებით.

  • I – II პრიორიტეტი – 10%-იანი თანადაფინანსება;

უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტები, რომლებმაც სკოლა დაამთავრეს წარჩინებით, ერთი სემესტრის განმავლობაში მიიღებენ სტიპენდიას:

  • ოქროს მედალოსნები – 100 ლარი;
  • ვერცხლის მედალოსნები – 80 ლარი;

სტუდენტები, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიიღებენ სახელმწიფო გრანტს და პრიორიტეტს მიანიჭებენ/ჩაირიცხებიან უნივერსიტეტში, ისარგებლებენ შიდა დაფინანსებით:

  • 50%-იანი სახელმწიფო გრანტის შემთხვევაში – თანადაფინანსება დარჩენილი თანხის 50%-ით;
  • 70%-იანი სახელმწიფო გრანტის შემთხვევაში – თანადაფინანსება დარჩენილი თანხის 30%-ით;
  • 100%-იანი გრანტის მოპოვების შემთხვევაში სტუდენტები ერთი სემესტრის განმავლობაში მიიღებენ სტიპენდიას 100 ლარს;

სტუდენტები, რომლებიც სამი წლის განმავლობაში წარჩინებით დაასრულებენ სწავლას და იქნებიან სტიპენდიანტები, მეოთხე წელს გათავისუფლდებიან სწავლის გადასახადისაგან;

უნივერსიტეტში ერთდროულად სწავლის პერიოდში დედმამიშვილები ისარგებლებენ თითოეულზე 10%-იანი თანადაფინანსებით;

საქართველოს სახელმწიფო შემოქმედებითი კოლექტივებისა და ეროვნული სპორტული ნაკრების წევრები, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, ისარგებლებენ 20%-ნითანადაფინანსებით;

ერთი სკოლიდან ჩარიცხულები, უნივერსიტეტში ერთდროულად სწავლის პერიოდში, ისარგებლებენ შეღავათით და თითოეულს სწავლის საფასური შეუმცირდება 2000 ლარამდე;

უმაღლესი შეფასების მქონე სტუდენტებს დაენიშნებათ ყოველთვიური სტიპენდია, სემესტრის შედეგების გათვალისწინებით, ერთი სემესტრის განმავლობაში.

შენიშვნა: სტუდენტს სტიპენდია გაუგრძელდება აკადემიური მოსწრების მიხედვით.

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური