GE

აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის ვადა გახანგრძლივდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფრომაციით, 2018 წლის აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის (საგანმანათლებლო პროგრამების დამატება, გადაადგილება, წაშლა) ვადა გახანგრძლივდა.

პრიორიტეტულ ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა აბიტურიენტებს დღეიდან 27 აგვისტოს 18:00 საათამდე შეეძლებათ.

აღნიშნული ცვლილება შესაძლებლობას მისცემს აბიტურიენტს გააკეთოს საგანმანათლებლო პროგრამების სტატუსის ცვლილების (აკრედიტაციის მინიჭება, შეჩერება და ა.შ.) გათვალისწინებით საბოლოო არჩევანი.

პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის ვადის გახანგრძლივების გამო გადაიწევს საბოლოო შედეგების გამოქვეყნება – ჩარიცხვებისა და დაფინანსების მოპოვების შესახებ ინფორმაცია სავარაუდოდ აგვისტოს ბოლო დღეებში ან სექტემბრის დასაწყისში გახდება ცნობილი.

ამავე თემაზე:

რომელ პროგრამებზე არ იქნება მიღება და რომელ პროგრამებზე არ გაიცემა დაფინანსება 2018 წელს

სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების სია და ადგილების რაოდენობა – 2018 წელი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური