GE

აბიტურიენტებს ილიაუნი ზოგადი უნარების იმიტირებულ გამოცდას სთავაზობს

ილიაუნი აბიტურიენტებს შესაძლებლობას აძლევს საგამოცდო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში იმუშაოთ ზოგადი უნარების ტესტზე.

პრიზი:

  • 5 აბიტურიენტი, რომლებსაც ყველაზე მაღალი შედეგები ექნებათ უნარების იმიტირებულ გამოცდაზე, დაჯილდოვდება 1000-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერით.
  • უნარების იმიტირებულ გამოცდაზე საუკეთესო შედეგების მქონე 50 აბიტურიენტი კი დაჯილდოვდება შემეცნებითი ბანაკის საგზურით ილიაუნის სამეცნიერო-კვლევით ბაზაზე.

იმიტირებული გამოცდის ტესტი შეიცავს უნიკალურ დავალებებს, რომლებიც სპეციალურად ამ პროექტისთვის შეიმუშავეს და საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციის ექსპერტებმა – ივა მინდაძემ, სოფიო დოლიძემ, დავით გაბელაიამ, მიხეილ მანიამ და თამარ ლიპარტელიანმა. აღნიშნული გუნდი 2004-დან 2019 წლამდე მუშაობდა ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების ტესტის შექმნაზე.

გამოცდაში მონაწილეობა შეუძლიათ აბიტურიენტებს, რომლებიც 2019 წელს აბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს. მონაწილეობისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია და თქვენთვის სასურველი საგამოცდო სესიის არჩევა.

სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ ბმულზე.

რეგისტრაცია შესაძლებელია 10 ივნისის ჩათვლით.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური