GE

აბიტურიენტი, რომელმაც საგამოცდო სექტორში ტელეფონი შეიტანა, გამოცდიდან მოიხსნა

2022 ეროვნული გამოცდების პირველ დღეს, ერთმა აბიტურიენტმა გამოცდაზე ტელეფონი შეიტანა, რის გამოც ის ეროვნული გამოცდებიდან მოიხსნა – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ დღეს, პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა.

„მოხდა გამოცდიდან მოსხნის ერთი ფაქტი. ეს ფაქტი ეხებოდა ელექტრონული მოწყობილობის, კერძოდ ტელეფონის აღმოჩენას”, – ამბობს გორგოძე.

4 ივლისს აბიტურიენტები ქართული ენა და ლიტერატუის გამოცდაზე  გავიდნენ. ამ დღეს, გორგოძის ინფორმაცით, რეგისტრირებულ აბიტურიენტთაა 95%-მდე გამოცხადდა, დაიგვიანა 7-მა აბიტურიენტმა, რაც ასევე მათი გამოცდიდან მოხსნის მიზეზი გახდა.

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 5 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მესამე სესიით გრძელდება. აპლიკანტები დღესაც ქართულის გამოცდას ორ სესიად ჩააბარებენ და საგამოცდო პროცესი 18:00 საათზე დასრულდება.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური