GE

აბიტურიენტი: წინ ბავშვებო! ორშაბათს ჩვენ საკუთარი თავის გამოცდა გვაქვს და ყველას დავუმტკიცებთ…

2022 წლის აბიტურიენტი ანანო ღაღვიშვილი, რომელიც ორშაბათს ერთიან ეროვნულ გამოცდებს იწყებს, სხვა აპლიკანტებს მიმართავს და სჯერა, რომ აგვისტოს ბოლოს ყველა აბიტურიენტი დაამტკიცებს საკუთარ შესაძლებლობებს.

როგორც ანანომ EDU.ARIS.GE-ს 1-ელ ივლისს უთხრა, მომავალ პროფესიად მას ტურიზმის მიმართულება აქვს არჩეული:

„კი, ორშაბათს იწყება გამოცდები, რომელსაც მთელი წელი ველოდებოდით, ვნერვიულობდით და გვეშინოდა რა იქნებოდა. ანგარიში უნდა ჩააბარო ქვეყანას რა ისწავლე, როგორ ისწავლე და რა შეგიძლია. კი, კი ცხოვრებაში უფრო რთულ გამოცდებს შეხვდებით და ეს ეროვნულები რატომ გაშინებთ-ო, ასე გვეუბნებიან. მართალია, რომ ცხოვრებაში უფრო რთულ გამოცდებს შევხვდებით, მაგრამ მათგან პირველი ხომ საკუთარი თავის გამოცდაა. დიახ, ჩვენ ორშაბათს საკუთარი თავის გამოცდა გვაქვს. ამ გამოცდებით ჩვენ ყველას ვაბარებთ ანგარიშს, მთელი წელი რას ვსწავლობდით, როგორ ვსწავლობდით და შედეგს მივაღწიეთ თუ არა.

რა მინდა გითხრათ აბიტურიენტებო!

  • გჯეროდეთ საკუთარი თავის, გახსოვდეთ, რომ ყველაფერი იმაზე მარტივია ვიდრე გვგონია!
  • არ ინერვიულოთ გამოცდაზე შესვლის წინ და უთხარით საკუთარ თავს – “მე ყველაფერს შევძლებ, მე ყველაფერი გამომივა!”
  • წარმატებას გისურვებთ ყველას და ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება!

აგვისტოს ბოლოს ჩვენ დავუმტკიცებთ ყველას “რა შეგვიძლია, როგორ ვსწავლობდით და რას ვაკეთებდით მთელი ეს წელი”!!

წინ ბავშვებო!!“.

ასევე იხილეთ:

„გარემო აღიქვით თქვენთვის ნაცნობ საკლასო ოთახად და არა საგამოცდო ცენტრად“ – 2021 წლის აბიტურიენტი წლევანდელებს

რატომ არის საგამოცდო ღელვა კარგი? – ფსიქოთერაპევტი აბიტურიენტებს დამშვიდების ტექნიკებს ასწავლის

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური