GE

აბიტურიენტთა 2019 წლის ცნობარში მორიგი ცვლილება განხორციელდა

2019 წლის აბიტურიენტთა ცნობარში მოირიგი ცვლილება განხორციელდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შპს “ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის” (კოდით 178) კორესპონდენციის თანახმად, აღნიშნულ დაწესებულებაში მიმდინარეობს რეორგანიზაციის პროცესი. კერძოდ, უმაღლესი სასწავლებელი უერთდება სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას (შპს “უმაღლესი სასწავლებელი განათლების აკადემია” – კოდით 182) და შერწყმის შედეგად ფუნქციონირებას გააგრძელებს შპს “ნიუ უნივერსითის” სახელწოდებით (კოდი 182).

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ნაეკის ცნობით,  ყველა აბიტურიენტს, რომელთაც არჩეული აქვთ უმაღლესი სასწავლებელი კოდით 178, წაეშლებათ იგი საგანმანათლებლო პროგრამების ნუსხიდან.

საგანმანათლებლო პროგრამების ცვლის, წაშლისა და დამატების საშუალება აბიტურიენტებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის 18:00 საათამდე ექნებათ.

ამავე თემაზე:

2019 წლის ცნობარში განხორციელებული ცვლილებები

ცნობარი აბიტურიენტებისთვის 2019

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური