GE

აბიტურიენტთა აპელაციის შედეგები ცნობილია – გამოცდები 2018

2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასულ აბიტურიენტთა აპელაციის შედეგები ცნობილია. სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი, იქვე იქნება განთავსებული ნაშრომის სკანირებული ასლი და მიღებული ქულა. შედეგების ნახვას შეძლებთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე.

აპელაციის შედეგები

აბიტურიენტებს შედეგების გაგება მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეუძლიათ (მაგთი, ბილაინი, ჯეოსელი). ამისათვის საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გაგზავნოთ ნომერზე 9 3 3 3 3, მომსახურების საფასური 50 თეთრია.

შეგახსენებთ, რომ სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესების ჩამონათვალში ცვლილების შეტანა წლევანდელ აბიტურიენტებს 22 აგვისტოს 18:00 საათამდე შეუძლიათ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური