GE

აჭარაში დისტანციური სწავლების მოთხოვნით 3000-მდე მოსწავლე დარეგისტრირდა

ბათუმში, კერძო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ბათუმის რესურსცენტრში ადასტურებენ. საჯარო სკოლაში მოსწავლის ინფიცირების შემთხვევაში, ჯანდაცვის რეკომენდაციით კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადადის, რა ღონისძიება გატარდება მასწავლებლის ინფიცირების შემდეგ, ჯერ უცნობია.

აჭარის რეგიონის სკოლებში სწავლა პირისპირ რეჟიმში 2021 წლის პირველ თებერვალს განახლდა, თუმცა სკოლების ნაწილში სასწავლო პროცესი ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარეობს. მოსწავლეების ნაწილი სწავლას საკლასო ოთახებში აგრძელებს, ნაწილი კი – დისტანციური სწავლების მოთხოვნით დარეგისტრირდა. აჭარაში ონლაინ სწავლებაზე 3 ათასამდე მოსწავლე დარეგისტრირდა და ისინი სწავლას ორშაბათიდან დაიწყებენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური