GE

აჭარაში კომპაქტურად მცხოვრები აფხაზები სკოლებში შობლიურ ენასა და ლიტერატურას ისწავლიან

აჭარაში კომპაქტურად მცხოვრებ აფხაზებს დღეიდან საშუალება აქვთ მშობლიური ენა და ლიტერატურა სკოლებში ისწავლონ.

კლასები ფერიისა და ბათუმის მე-14 საჯარო სკოლებში დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გახსნა.

ქეთევან ციხელაშვილი ქართულ და აფხაზურ ენებზე დადგმულ სპექტაკლსაც დაესწრო, მსურველებისთვის კვირაში 4 გაკვეთილი ჩატარდება.

,,ჩვენ გვქონდა შეხვედრა აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებთან. იყო თხოვნა, ბათუმში შეიქმნას აფხაზური ენის შემსწავლელი კურსები. ჩვენ გავითვალისწინეთ ეს თხოვნა“, – განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.

წყარო rustavi2.com

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური