GE

აჭარაში მე-8 კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარაში კორონავირუსი კიდევ ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა. მახინჯაურის სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეს სიმპტომები ორშაბათს გამოუვლინდა.

სკოლის ექიმის რეკომენდაციით, მოსწავლე, მეორე გაკვეთილიდან სახლში წავიდა, კოვიდზე ტესტირებამ კი დადებითი პასუხი აჩვენა. კლასი დისტანციური სწავლების რეჟიმზეა გადასული.

მახინჯაურის საჯარო სკოლისთვის მოსწავლის ინფიცირების ეს მეორე შემთხვევაა. სკოლაში ამბობენ, რომ ამ მოსწავლეებს ერთმანეთთან კომუნიკაცია არ ჰქონდათ. ჯერჯერობით არც მერვე კლასელის ინფიცირების წყაროა ცნობილი. სკოლაში შიდა გადაცემას გამორიცხავენ.

წყარო: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური