აჭარაში, შესაძლოა, სკოლების ნაწილში სასწავლო პროცესი ჰიბრიდული მოდელით აღდგეს. ამის შესახებ აჭარის განათლების მინისტრმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.
მაია ხაჯიშვილის ინფორმაციით, 7 სკოლისგან მოთხოვნა უკვე მიიღეს და უწყება ამას განიხილავს.
როგორც მინისტრმა განმარტა, იმისათვის, რომ სკოლებმა თანხმობა მიიღონ, საჭიროა დასაბუთება.
“ეს მოთხოვნა მისაღებია, რადგან მობილობას შეამცირებს, რაც ვირუსის გავრცელების რისკებზე დადებითად აისახება”, – აღნიშნა მაია ხაჯიშვილმა.