GE

„ადამიანების ნაწილი უნივერსიტეტში მიდის მხოლოდ იმიტომ, რომ არ უნდა ჯარში, ეს სისტემას აზიანებს“

„ბევრ შემთხვევაში სწავლის პროცესის იმიტაცია ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ გაწვევითი ჯარი გვაქვს. განათლების სისტემა ზიანდება იმით, რომ ადამიანების ნაწილი უნივერსიტეტში მიდის მხოლოდ იმიტომ, რომ არ უნდა ჯარში. თქვენ თუ ამაზე გაამახვილებთ ყურადღებას, ეს იქნება ამ თემის ირგვლივ დისკუსიის კიდევ დამატებითი ელემენტი, რომელმაც შეიძლება, ადრე თუ გვიან მიგვიყვანოს იქამდე, რომ ჩვენ სავალდებულო გაწვევას გავაუქმებთ“, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩი“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა პარლამენტის პლენარულს სხდომაზე განაცხადა, სადაც “მინისტრის საათის” ფორმატში გუშინ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მოუსმინეს.

დეპუტატის თქმით, ასევე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ უნივერსიტეტის პროფესორს ჰქონდეს სტუდენტების შეფასების უფლება და არა განათლების სამინისტროს.

„ვიღაცას გაუჩნდა მცდარი იდეა, რომ განათლების სამინისტრო, რაღაცნაირად უნდა ერეოდეს შეფასების სისტემაში. იმაში, რაც, თავიდან ბოლომდე ლექტორის და პროფესორის პასუხისმგებლოობაა. პროფესორი ასწავლის, მერე ამ სწავლის შეფასება შეუძლია და ის არის ამაზე პასუხისმეგებლი და არა უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, არა განათლების სამინისტრო“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ასევე იცილეთ:

„ჩვენი მიზანია, რომ რეპეტიტორები საჭირო აღარ იყვნენ“ – განათლების მინისტრის პასუხი დეპუტატს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური