GE

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების შესახებ კსუ-ის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

6 მარტს კსუ-ის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორი ქეთევან თურაზაშვილი შეხვდა. მომხსენებელმა სტუდენტებს ასოციაციის სასწავლო ცენტრის საქმიანობა გააცნო. ასევე, ისაუბრა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებისა და ასოციაციის სასწავლო ცენტრის მოსამზადებელი კურსების შესახებ.

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი წელიწადში 2-ჯერ, გაზაფხულზე და შემოდგომაზე სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლისა და საერთო სპეციალიზაციის მიმართულებით ტარდება. მოსამზადებელი კურსი ითვალისწინებს საგამოცდო პროგრამით განსაზღვრული საკითხების სიღრმისეულ განხილვას, საკანონმდებლო ცვლილებების გაცნობასა და ტესტის/კაზუსის ამოხსნის მეთოდების შესწავლას, კურსის ხანგრძლივობა კი 3 თვეს შეადგენს.

შეხვედრას სტუდენტებთან ერთად, სამართლის ფაკულტეტის ადმინისტრაციული პერსონალი ესწრებოდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური