GE

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 89 წლისაა

1930 წლის ივლისში ხელისუფლებამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია ჩაატარა და მის ბაზაზე ოთხი დამოუკიდებელი უმაღლესი სასწავლებელი შექმნა. ერთ-ერთი მათგანი იყო სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, რომელიც, ამ დროიდან მოყოლებული, 1933 წლამდე, თბილისში განაგრძობდა ფუნქციონირებას, ამავე წლის თებერვლიდან ქუთაისში განაგრძო ფუნქციონირება, როგორც ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიურმა ინსტიტუმა.

სწავლა 1933 წლის 8 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, თუმცა დიდთოვლობის გამო ვერ მოხერხდა. 13 თებერვალს, უამინდობის მიუხედავად, პროფესორ-მასწავლებლები სადგურ რიონიდან ფეხით წამოვიდნებ. სტუდენტებმა მათთან ერთად გაიკვლიეს გზა ინსტიტუტის ეზოში და ისე შევიდნენ სასწავლო შენობაში.

პირველი ზარის დარეკვის პატივი პროფესორ გიორგი ახვლედიანს ხვდა წილად და მანვე წაიკითხა პირველი ლექცია. ასე დაიწყო, ქუთაისში უმაღლესი სასწავლებლის მდიდარი და შინაარსიანი ისტორია, რომელიც წელს დაარსების 89 წლის იუბილეს აღნიშნავს.

1933 წელს სასწავლებელი 4 სასწავლო განყოფილებას მოიცავდა: ფიზიკა-მათემატიკის განყოფილება, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა განყოფილება, ისტორიულ-ლიტერატურული და პედოლოგიურ-პედაგოგიური განყოფილება.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიას 30 წელზე მეტია იკვლევს პროფსორი იმერი ბასილაძე. სასწავლებლის ისტორიის შესწავლი სტუდენტობის პერიოდიდან დაინტერესდა.

,,ჩემი სადისერტაციო თემის პარალელურად საარქივო მასალების შეგროვება უნივერსიტეტის შესახებ. შემდეგ, 2005 წლის იანვრიდან, როდესაც უნივერსიტეტში დაიწყო რეფორმები ბოლონიის პროცესთან მიმართებაში, აღმოვჩნდი იმ გუნდში, რომელმაც ეს რეფორმები განახორციელა. რამაც განაპირობა ის, რომ ჩემ ხელში აღმოჩნდა დიდძალი მასალა უნივერსიტეტის ისტორიის შესახებ. 2012 წელს ჩემმა მასწავლებელმა პროფესორმა გიორგი მჭედლიძემ უნივერსიტეტის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით შემომთავაზა, რომ მასთან ერთად მემუშავე ნაშრომზე და დამეწერა უნივერსიტეტის ისტორია 1990 წლიდან 2013 წლის ჩათვლით. შემოთავაზება დიდი სიამოვნებით მივიღე და ის დაგვირგვინდა 2013 წელს გამოცემული, ერთობლივი 600 გვერდიანი ნაშრომით „ქუთაისის პირველი უმაღლესი სასწავლებელი 80 წლისაა“. 2013 წელს საარქივო მასალებზე დაყრდნობით გამოვიდა ჩემი ორი წიგნი: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები და პედაგოგიური ფაკულტეტის ისტორია. 2013 წლიდან გავაგრძელე მუშაობა უნივერსიტეტის ისტორიის შესწავლაზე. სამეცნიერო მიმოქცევაში შემოვიტანე ბევრი ახალი ფოტო და დოკუმენტური მასალა. წარმოვაჩინე უნივერსიტეტის, როგორც საგანმანათლებლო კერის ისტორია, უნივერსიტეტის მისიიდან გამომდინარე 1874 წლიდან 2018 წლის ჩათვლით. ჩემი ხუთწლიანი შრომა 2020 წელს დაგვირგვიდა 700 გვერდიანი ნაშრომით „განათლების ტაძარი – აწსუ 85“, – ამბობს იმერი ბასილაძე.

ამჟამად კვლავ მუშაობს უნივერსიტეტის ისტორიის კვლევის კუთხით და უნივერსიტეტის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით გეგმავს გამოსცეს ალბომი, რომელშიც აისახება უნივერსიტეტის ისტორია ფოტო – დოკუმენტური მასალების სახით და მისი სახელწოდება იქნება „დასავლეთ საქართველოს უმაღლესი განათლების ნიშანსვეტი(წარსული, აწმყო და მომავალი). ხოლო 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილი აქვს საიუბილეო ნაშრომის მომზადება „თვითმანათობელი სიბრძნის ლამპარი აწსუ-100 ((ელინური მუზების ტაძრიდან თანამედროვე ევროპულ უნივერსიტეტამდე) სახელწოდებით.

დღეს უმაღლესი სასწავლებელი 9 ფაკულტეტით, 42 საბაკალავრო , 42 სამაგისტრო 7 სადოქტრო, 3 ერთსაფეხურიანი და 16 პროფესიული პროგრამითაა წარმოდგენილი, სადაც 10 ათასამდე ქართველი და 500-მდე უცხოელი სტუდენტი სწავლობს. ისინი წარმატებით მონაწილეობენ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში.

დიმ დენის უჩე ჩუკვე აწსუ მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. 2020 წელს დიპლომირებული მედიკოსის პროგრამა დაასრულა. იგი განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა კლინიკური კომპონენტების განხორციელების პროცესში. საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ დენისი დიპლომისშემდგომ საქმიანობას საქართველოში აგრძელებს თერჯოლაში, იმერმედის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში უმცროსი ექიმის პოზიციაზე.

,,ვულოცავ უნივერსიტეტს 89 წლის იუბილეს. წარმატებულ აკადემიურ წლებს ვუსურვებ სტუდენტებსა და სასწავლებელს“,- ამბობს დენისი.

ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტმა საბა ხუჯაძე 6 თვით საბერძნეთში, თესალონიკში, არისტოტელეს უნივერსიტეტში სწავლის უფლება მოიპოვა. აწსუ სტუდენტი საზღვარგარეთ საქართველოს მესამედ წარადგენს. საბა მიიჩნევს, სტუდენტმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს მისი ინტერესების შესაბამისად ყოველი შესაძლებლობა და რაც მთავარია, თავი წარმოიდგინოს არა ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო კონკურენციის ნაწილად, რათა რაც შეიძლება მეტი ღირებული მიზანი დაუსახოს საკუთარ თავს.

“მსურს, ჩემს მშობლიურ უნივერსიტეტს მივულოცო 89 წლის იუბილე. ათწლეულებია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ემსახურება სახალხო იდეას – მოტივირებულ ახალგაზრდებს მისცეს ხარისხიანი განათლება და ამგვარად, გახადოს ისინი კონკურენტული ადგილობრივ თუ საერთაშორისო ასპარეზზე. უნივერსიტეტი მრავალმხრივი მემორანდუმების საშუალებით აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოწინავე უნივერსიტეტებთან და ამგვარად, ქუთაისში მცხოვრებ ახალგაზრდებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას საკუთარი შესაძლებლობები საერთაშორისო დონეზე სცადონ”,- ამბობს საბა.

თეკლა მჟავანაძე მედიცინის ფაკულტეტზე სწავლობს. პირველკურსელია. ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,დიპლომირებული მედიკოსი/PBL” სწავლობს. ,,ჩემი არჩევანი დამეხმარება კარიერულ წინსვლასა და წარმატების მიღწევაში“,- ამბობს ის და გეგმავს სტუდენტურ ცხოვრებაში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს. მანამდე კი უნივერსიტეტსა და თანაკურსელებს სასწავლებლის იუბილეს ულოცავს:

“არ არსებობს სიტყვები ,რომლებიც აღწერს სიყვარულს ,რომელსაც დღეს განვიცდი ,ძალას , რომელსაც ჯერ კიდევ პირველკურსელს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი მაძლევს ,მიხარია და მეამაყება, რომ ამ ოჯახის წევრი მეც გავხდი ,ალბათ, ჩემი ისტორიაც ამ სივრცეში დაიწერება. ვულოცავ უნივერსიტეტს საიუბილეო თარიღს ,წინ წარმატებითა და მიზნით განმსჭვალული მრავალი წელია”,- ამბობს თეკლა.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქიურად თანამშრობლობს სხვადასხვა ქვეყნის 50-ზე მეტ უმაღლეს სასწავლებელთან, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიონს სხვადასხვა სახის გაცვლით პროგრამებში და საერთაშორისო კონფერენციებში.

თანამშრომლებს, სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და მომავალ სტუდენტებს, გილოცავთ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 89-ე წლის იუბილეს. ჩვენ, ერთად, დაუღალავი შრომით, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული საქმიანობით ვქმნით და ვაგრძელებთ ისტორიას. თითოეულ თქვენგანს და უნივერსიტეტს ვუსურვებთ მუდმივ განვითარებას და ულევ წარმატებას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm