GE

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვაო-სატრანსპორტო ფაკულტეტი 30 წლისაა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვაო-სატრანსპორტო ფაკულტეტი 30 წლისაა.

ამჟამად აქ საზღვაო ტრანსპორტის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა ხორციელდება(პროგრამული კოდი აბიტურიენტების ცნობარში – 0090122). ფაკულტეტზე სასწავლო პროცესს ემსახურება მაღალკვალიფიციური აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილების მქონე მოწვეული სპეციალისტები.

სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების კურსის პარალელურად, ფაკულტეტის სტუდენტები სასწავლო და საწარმოო პრაქტიკას ფოთში არსებულ თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ, მოქმედ გადამზიდავ სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ ფირმებსა და მცირე საწარმოებში გადიან.

სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და თანამშრომლებს გილოცავთ ფაკულტეტის იუბილეს.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm